"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალში "პაიდესთან" საშინაო მარცხის შემდეგ (2:3) კომენტარი თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა გააკეთა.

"მგონია, რომ ერთი მარტივი რაღაც არის გულშემატკივრის წინაშე და მინდა, რომ ბოდიში მოვიხადო. ვფიქრობ, რომ განმეორებითი თამაში ღირსების მატჩია და როგორც დავთმეთ აქ ყველაფერი, ისე შეგვიძლია ყველაფერი უკან დავაბრუნოთ.

თუ სხვა რაღაცაზე შეიძლება ლაპარაკი, ვფიქრობ, რომ სასაუბრო არ არის, რადგან ასე არ შეიძლება... ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, ვხედავ ამას და განვიცდი. ასე არ უნდა გამოვიყურებოდეთ, ასე არ უნდა ვთმობდეთ თამაშს...

მეტოქემ გვაჯობა ხასიათით.
ჩვენ დავთმეთ და არა მეტოქემ მოგვიგო... ეს ჩვენი პრობლემაა და არა სხვისი... ხან ვიღაცასთან დავთმობთ ასე და ხან ახლა ვისთანაც დავთმეთ...

თამაშით, სიძლიერით, გუნდით ვჯობდით, მაგრამ 90 წუთის შემდეგ რაც ხდება, მთავარი ეს არის და ესაა ხასიათი.

შემდეგ თამაშამდე ახლა ძალიან რთულია, რაიმე პროგნოზი გავაკეთო. უნდა მივიდეთ იქამდე და შევხედავ... დაცვის ხაზში აქამდეც რომ იყო პრობლემები, თქვენც შორიდან ამჩნევდით და გუნდი ამის გამოსწორებაზე მუშაობს. ამას, სანამ აქ მოვიდოდი, მაშინაც ვხედავდი და ვფიქრობ, რომ გამოვასწორებთ.

მაგრამ არ მინდა თავის მართლების პოზიციაში ჩავდგე... ახლა არც დაცვას ეხება, არც მწვრთნელსა და თავდამსხმელს, ახლა იყო არაფერი ჩვენი მხრიდან, რაზეც კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი და იქ უნდა გამოვავლინოთ ჩვენი ხასიათი. ამ დაცვითაც, ამ ნახევარდაცვითაც ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ მომდევნო ეტაპზე.

ეს უნდა იყოს სხვანაირი ხასიათით ნათამაშები მატჩი. როგორც ბოლო თამაშს ატარებდნენ და უკანასკნელ რაღაცას აკეთებდნენ. ყველაზე მეტად გამოსასწორებელი ფსიქოლოგიაა", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

altქართული ფეხბურთის შავი დღე - თბილისის "დინამომაც" წააგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
კაცმა ბოდიში მოიხადა და მეტი რა ქნას?
მინიმუმ ათი წელი არაფერი გვეშველება ფეხბურთში. Ათი წელი იმ შემთხვევაში თუ ხვალიდანვე ფეხბურთზე ვარჯიში ხელმისაწვდომი გახდება ბავშვებისთვის ღარიბი ოჯახებიდან!!!! Თუ ხვალიდანვე მოისპობა კორუფცია,ნაცნობ მეგობრობა და ზემოდან დარეკვები!!! Თუ ხვალიდანვე მოისპობა თანხის გადახდა15,30 წუთი და მეორე ტაიმში თამაშისათვის და ასევე ძირითადში დაყენებისთვის!!!
Თუ არა და კიდევ უფრო მეტი წლები გვექნება მხოლოდ ძიუდოში,ჭიდაობაში,რაგბსა და მკლავჭიდზე წარმატებები!!!
Არა გჯერათ??? Ალილო და ხვალეო...
jordan beli
08 ივლისი 2022 12:11
2
არაფერი საბოდიშო არ გჭირს შენ... ის გველეშაპია მოსაშორებელი, მანდ რომ წლებია აუპატიურებს დინამოს და ქართულ ფეხბურთს.
ლევანი კახეთი
08 ივლისი 2022 11:53
2
ვერცერთმა ვერ გოუძელით გუშინ ბოლომდე, დეიღალეთ და შეცდომებიც იმიტო დოუშვით. მარტო ბათუმმა იცის როგორ გოუძლოს.
1.2.3.4.5.
08 ივლისი 2022 11:42
4
ვერაფრით გავერკვიე, რას ნიშნავს ქართულად ნათქვამი- ,,ვიღებ პასუხისმგებლობას".
შევარდნაძემ იცოდა ეგრე. ყოველ მორიგ ჩავარდნაზე ამბობდა, ამის გამო პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებო.
მიშა
08 ივლისი 2022 11:38
1
გუშინდელ მატჩს ფეხბურთთან საერთო არაფერი ქონდა, ეს მითომ ლეგიონერები საიდან მოგყავთ სად პოულობთ, ყველამ ვიცით რომ დინამოს ფინანსურად ძალიან უჭირს, მათ შორის ხელფასების გაცემაც კი პერსონალზე, მაგრამ ეს იმას არ ამაღთლებს რაც მოედანზე გუშინ მოხდა, შთაბეჭდილება დამრჩა რომ შედეგი წინასწარ იყო უკვე დაგეგმილი, ამ ყველაფერს ისიც მიმყარებს რამხელა კუშიც ქონდა გუშინ მოწინააღმდეგის გამარჯვებას.
გულშემატკივარი
08 ივლისი 2022 11:33
1
იზახოს ყველა ტამასის მერე ბოდისი იქნება და იქნება მანდ ხალხს გონია ტუ ბოდისი მოიხადა მაგარია აუ რა ტქვაო ბედნიერია ხალხი
kaka
08 ივლისი 2022 11:29
2
რატომაა სტერეოტიპი ჩამოყალიბებული, რომ ეს ჩინური გვარდიოლა, საფეხბურთო სპეციალისტია?! ეს და ცეცაძე კიდევ?!
12345
08 ივლისი 2022 11:25
2
ბოდიში რომ წამალი იყოს აფთიაქში გაიყიდებოდა, 90-წუთი მიდის თამაში და გუნდი 60-წუთს თავის ნახევარზე აგორავებს ბურთს, აბა ესე გინდათ მოიგოთ, დაანებეთ ბიძია თავი თამაშს და ნერვებს ნუგარ გვაწყვეტავთ, ბათუმის დინამოს თამაშს არუკურეთ? ნახეთ ბიჭებმა მტელი სული და გულით გაიხარჯნენ, რა ტემპი რა ტექნიკა რა ჯიგარი, თქვენ კიდე ბალეტი ითამაშეთ ტან საკუთარ ნახევარზე.
მე-14 სკოლა
08 ივლისი 2022 11:12
2
წესიერი კაცი ფიფიას დინამოში არ მივიდოდა.
status quo
08 ივლისი 2022 11:10
2
რა შეცდომაც დაუშვა ფიფიამ ჩხეტიანის დანიშვნით იგივე გაიმეორა ჭიაბრიშვილის დანიშვნით, მეტი კვალიფიკაციაა საჭირო...
ვენეციის კომისია
08 ივლისი 2022 11:09
2

სიახლეები პოპულარული