გეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

AutoSharing Option
„სლოვანთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა:

"ყველანი გულდაწყეტილები ვართ. რესურსი და ძალები არ გვეყო, ამის მიზეზს თავად იხილავდით. ჩვენი ძლიერი მხარე, ბურთის ფლობა დავკარგეთ და ამან დაღი დაასვა ბათუმის "დინამოს" თამაშს. ბოლოს შეხვედრა უფრო ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა, კონტრშეტევებზე ვთამაშობდით.

ჯოვინოს ბოლო მატჩებში გოლები ვერ გააქვს, მაგრამ ბევრ სამუშაოს ასრულებს და თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს. მგონია, რომ კარგი გუნდი გვყავს.

ყველა განიცდის მარცხს და გასახდელში განსაკუთრებული არაფერი გვითქვამს. ყველაფერს გავაანალიზებთ. ცხოვრება გრძელდება.

აზაროვის და სხვა ფეხბურთელების შეცვლა ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაწყდა, რათა შემდეგში გართულება არ მომხდარიყო.

"სლოვანს" და ქართველ ფეხბურთელებს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ."

მკითხველის კომენტარები / 34 /
ტრანსფერებია საჭირო. არ გამოვა ასე გაწურული შემადგენლობით არაფერი. 33 წლის ვაწაძე დაიმატეს მარტო ასეთი ისტორიული თამაშის წინ და გინდათ დაგვაჯეროთ რო თქვენ ევრო ტურნირებზე გასვლა გინდათ?... ხალხმა ნახევარი სიცოცხლე მივალიეთ გულშემატკივრობას და ვინ მოგყავთ 33 წლის ვაწაძე??...
ირაკლი
00:45 14-07-2022
1
მართლა სამწუხარო ამბავია მარა გეგუჩაძემ რესურსზე კი არა თავის შეცდომებზე ილაპარაკოს ჯობია: ჯერ უთამაშებელი ჯიღაურის გამოყვანა რა იყო , საერთოდ ვერაფერი კი არა შეცდომების მეტი ვერაფერი გააკეთა( ჯიღაურის წინააღმდეგ არ ვარ მარა უთამაშებელი იყო ცუდ ფორმაში) და მეორე რადინის ნაცვლად ალთუნაშვილის გაყვანა როგორ შეიძლებოდა როცა ფლამარიონს საერთოდ აღარ ქონდა ჟატი და თან ვაწაძე და ზურიკო მოედანზე იყვნენ. მოკლედ გეგუჩაძემ წააგო ეს თამაში.
მათე
04:51 14-07-2022
3

სიახლეები პოპულარული