"ყველანი გულდაწყეტილები ვართ. რესურსი და ძალები არ გვეყო, ამის მიზეზს თავად იხილავდით. ჩვენი ძლიერი მხარე, ბურთის ფლობა დავკარგეთ და ამან დაღი დაასვა ბათუმის "დინამოს" თამაშს. ბოლოს შეხვედრა უფრო ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა, კონტრშეტევებზე ვთამაშობდით.
ჯოვინოს ბოლო მატჩებში გოლები ვერ გააქვს, მაგრამ ბევრ სამუშაოს ასრულებს და თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს. მგონია, რომ კარგი გუნდი გვყავს.
ყველა განიცდის მარცხს და გასახდელში განსაკუთრებული არაფერი გვითქვამს. ყველაფერს გავაანალიზებთ. ცხოვრება გრძელდება.
"სლოვანს" და ქართველ ფეხბურთელებს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ."
ფაქტია ბათუმმა არ იცოდა როგორ შეენარჩუნებინა უპირატესობა. ანუ არ აქვს კლასი და გამოცდილება.
პენალტი რომ დაედო მსაჯს მეტოქე მაინც გაიტანდა გოლს.
ხო ხედავთ 6 წუთი იყო დარჩენილი და სლოვანი ვაბანკზე გავიდა და ბათუმმა ვერაფერი დაუპირისპირდა. ანუ როცა უნდოდატ მაშინ გაგვიტანდენ გოლს