"მე კაი ხანია, ქართულ ფეხბურთს აღარ ვუყურებ, მაგრამ რაღაცას გეტყვით. დღეს სუფრასთან ვიჯექი და თან ვუყურებდი თამაშს.
"ბათუმის" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს და შემთხვევითობა არაფერ შუაშია. ბუნებაში ყველა გოლი შემთხვევითობა იქნებოდა, კანონზომიერებას თუ არ გავითვალისწინებთ.
მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო. შეცდომა სხვაგან იმალება - გატანილი გოლის შემდეგ გუნდმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. ესაა წაგების მიზეზი და არა კუთხურიდან გაშვებული გოლი.
ეგ
თავის დამშვიდება და "აუ, შემთხვევით წავაგეთ" ძახილი, უარესია. საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდება, მერე ბეჯითად, ბოლომდე, ყურადღებით თამაშს ვისწავლით, მაგას ერქმევა ფეხბურთი. როცა ფეხბურთისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება, ასე უკანა კარიდან სადმე მოხვედრის იმედად არ უნდა ვიყოთ.
PS შემთხვევითობა კი არა, ქართული ფეხბურთის ტრადიციაა ბოლო წუთებზე წაგება და ამას მიზეზები აქვს", - წერს სანაია.
ვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ
გეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება
ბათუმის "დინამო" დრამატულ მატჩში "სლოვანთან" დამარცხდა [VIDEO]
მაქვს ბაკის იპოთეკური ვალი, გადახდისუუნრობის გამო მრავალგზის რესტრუქტურიზებული და პროცენტგზარდილი, ქონება აღსრუებაშია და აუქციონზე არის გატანილი. ხვალ ვალის დაფარვის ბოლო დღა მაქვს ერთადერთი წყარო - დღეს აღებული ბოლო პენსია. ვალის გასტუმრების და ქონების გამოხსნი ერტადერთი გზა არის ამ პენსიის ტოტალიზატორში ჩადება.
შემეწიეთ თქვენი გონიერებით და წინხედვით - გამანდეღ ღუ რამდენ გოლს გიტანს დინამო, ვინ მოიგებს, კუთხური რამდები იქნება, პენალტს თუ დადებს მსაჯი, რამდენ წუთს დამატებს და ა.შ. - იმის ჩათვლით სათადარიგოთა სკამზე თუ ვის უჩვენებს კამათისთვის ყვითელ ბარათს და ა.შ.
ეს ჩემი ბოლო იმედია, ბატონო ვახტანგ - მიწყალობეთ მე თქვენი რჩევა ძვირფასი