0:3 პირველი ტაიმის შემდეგ - ბათუმის "დინამო" პოზნანში მარცხდება

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ბათუმის „დინამო“ სტუმრად „ლეხთან“ 0:3 მარცხდება.

„ლეხის“ წარუმატებელი სტარტის გამო შეხვედრამ დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 43 269-იან სტადიონზე 8 ათასამდე გულშემტკივარი მივიდა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და სკორაშმა შორიდან დალაშქრა კუპატაძის კარი. შემდეგ მის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ბათუმელებმა თამაშის დალაგება ვერ შეძლეს, კონტრშეტევა გაეპარათ და მეკარესთან პირისპირ გასულმა ველდემ მიზანს ვერ უწია. 24-ე წუთზე ამარალმა მეორე გოლი გაგვიტანა, 33-ე წუთზე კი სკორაშის დარტყმული ბურთი კობახიძეს მოხვდა და
რიკოშეტით მესამე გოლი მივიღეთ.

პოზნანი. „პოზნანი“

ლეხი - დინამო (ბთ)
გოლები: 1:0 სკორაში (10), 2:0 ამარალი (24), 3:0 სკორაში (33)

ლეხი: რუდკო, დუგლასი, შატკა, პერეირა, რებოჩო, სკორაში, კარლსტრიომი, კვეკვესკირი, ველდე, ამარალი, იშაკი

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე (ზარია 26), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი, დავითაშვილი, ფლამარიონი

მკითხველის კომენტარები / 21 /
რეპორტაჟი ვერ უყიდიათ და მოპარულ იუთუბკანალზე გვაყურებინებენ ეს ნამუსგარეცხილები, რა ქვეყანაცაა, ისაა ტელევიზიაც და განწყობაც!!!
რიჟამაძე
20:53 21-07-2022
0
კლუბებში სიარული არ მოიკლოთ
nonstop
21:56 21-07-2022
1

სიახლეები პოპულარული