"საბურთალომ" რუმინულ გრანდს სძლია და ისევ გაგვახარა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „საბურთალომ“ საკუთარ მოედანზე „სტიაუა“ 1:0 დაამარცხა.

"საბურთალო" მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და თამაშის სადავეებს აკონტროლებდა. თბილისური გუნდის შეტევები უმეტესწილად მარჯვენა ფრთიდან ხორციელდებოდა. გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა 21 წლის განაპირა მცველს, გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელმაც ფლანგიდან რამდენიმე გარღვევა განახორციელა და მეტოქე გუნდის კართან ხიფათი შექმნა. მე-40 წუთზე ლაშა ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა კონტრშეტევა განახორციელა და ლევან ნონიკაშვილმა საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლი გაიტანა.

შეხვედრის მეორე ნახევარი კვლავ "საბურთალოს" კარნახით წარიმართა. 55-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა ლამაზი ცრუმოძრაობებით ერთბაშად
რამდენიმე მეტოქე გააბრუა და მეკარესთან პირისპირ ირაკლი სიხარულიძე დატოვა, თუმცა გამოცდილმა ფორვარდმა გოლის გატანა ვერ შეძლო.

ერთი სიტყვით, "საბურთალომ" ძლიერ რუმინულ გუნდს სძლია და მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა. ვთქვათ სიმართლე - ყველა ქართული გუნდისგან განსხვავებით, გაგვახარა იმან, რომლისგანაც ამას ნაკლებად ველოდით. მადლობა!

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს ბუქარესტში გაიმართება.

თბილისი. „დინამო არენა“
საბურთალო - სტიაუა 1:0
გოლი: ლ. ნონიკაშვილი (40)

საბურთალო: მეგრელიშვილი, გოჩოლეიშვილი, კაკუბავა (ო. მამაგეიშვილი 67), ჩადუნელი, ჯინჯოლავა, ქარდავა, შ. ნონიკაშვილი (მიოჩი 80), ტაბატაძე (გოშთელიანი 67), ლ. ნონიკაშვილი (გ. მამაგეიშვილი 83), გულიაშვილი, სიხარულიძე

სტიაუა: ტარნოვანუ, ტამი, ჰარუტი (ოიდა 86), დავა, ოვიდუ პოპესკუ, სუტი, ეჯუმა (კომანი 46), კორდეა (სტოიკა 86), ოლარუ, ოქტავიან პოპესკუ (მამუტი 69), ტანასე

მკითხველის კომენტარები / 26 /
მე მახარებს ის,რომ გუნდს ეტყობა მწვრთნელის ხელი,ეტყობა რომ მის დავალებებს ასრულებენ.არადა ყველაზე უფრო ,ვთქვათ გულახდილად ხალხს ნაკლებად ქონდა საბურთალოს იმედი,მაგრამ მოხდა პირიქით.ვინც ყველაზე ნაკლებს იძახოდა იმან გაამართლა გულშემატკივრების იმედები.წარმატებები ბიჭებო.ეხლა უნდა მოიხსნათ ყველანაირი სანერვიულო და ითამაშოთ სიამოვნებისთვის
კახა ქ.
21:54 22-07-2022
0
ყოჩაღ ბიჭებო!თუმცა ვალდებულები იყავით,მეტი გაგეტანათ.მატჩის წინ ვფიქრობდი,რომ სულ ცოტა,თანაბარი შანსი გვქონდა,მაგრამ მატჩის კომენტატორისაგან განსხვავებით ვფიქრობ,რომ ერთგოლიანი გამარჯვება,სულაც არ არის შესანიშნავი შანსი,მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.ეს დაახლოებით თანაბარ შანსს ნიშნავს,განმეორებით მატჩში მასპინძლისათვის მცირე უპირატესობით.თუ დამატებითი დრო დაინიშნა,მასპინძელს უფრო მეტი შანსები აქვს,მაყურებლის დახმარებით,ბოლომდე დახარჯის ძალები.საბურთალომ ბევრი შანსები შეიქმნა და ვფიქრობ,ამას გასვლაზეც შესძლებს.მთავარია გამოყენება შესძლონ.ესაა ჩვენი აქილევსის ქუსლი.საბურთალოს უკეთ თამაშიც შეუძლია და გაცილებით უკეთესად თამაშიც.ასე რომ ყველაფერი ბიჭების ხელშია.მთავარია არ დაიძაბონ და ისე ითამაშონ,როგორც წინა თამაშებში.ზედმეტი ფაციფუცის და ნევროზულობის გარეშე.
სოსო
14:36 22-07-2022
0

სიახლეები პოპულარული