"საბურთალომ" რუმინულ გრანდს სძლია და ისევ გაგვახარა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „საბურთალომ“ საკუთარ მოედანზე „სტიაუა“ 1:0 დაამარცხა.

"საბურთალო" მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და თამაშის სადავეებს აკონტროლებდა. თბილისური გუნდის შეტევები უმეტესწილად მარჯვენა ფრთიდან ხორციელდებოდა. გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა 21 წლის განაპირა მცველს, გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელმაც ფლანგიდან რამდენიმე გარღვევა განახორციელა და მეტოქე გუნდის კართან ხიფათი შექმნა. მე-40 წუთზე ლაშა ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა კონტრშეტევა განახორციელა და ლევან ნონიკაშვილმა საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლი გაიტანა.

შეხვედრის მეორე ნახევარი კვლავ "საბურთალოს" კარნახით წარიმართა. 55-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა ლამაზი ცრუმოძრაობებით ერთბაშად
რამდენიმე მეტოქე გააბრუა და მეკარესთან პირისპირ ირაკლი სიხარულიძე დატოვა, თუმცა გამოცდილმა ფორვარდმა გოლის გატანა ვერ შეძლო.

ერთი სიტყვით, "საბურთალომ" ძლიერ რუმინულ გუნდს სძლია და მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა. ვთქვათ სიმართლე - ყველა ქართული გუნდისგან განსხვავებით, გაგვახარა იმან, რომლისგანაც ამას ნაკლებად ველოდით. მადლობა!

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს ბუქარესტში გაიმართება.

თბილისი. „დინამო არენა“
საბურთალო - სტიაუა 1:0
გოლი: ლ. ნონიკაშვილი (40)

საბურთალო: მეგრელიშვილი, გოჩოლეიშვილი, კაკუბავა (ო. მამაგეიშვილი 67), ჩადუნელი, ჯინჯოლავა, ქარდავა, შ. ნონიკაშვილი (მიოჩი 80), ტაბატაძე (გოშთელიანი 67), ლ. ნონიკაშვილი (გ. მამაგეიშვილი 83), გულიაშვილი, სიხარულიძე

სტიაუა: ტარნოვანუ, ტამი, ჰარუტი (ოიდა 86), დავა, ოვიდუ პოპესკუ, სუტი, ეჯუმა (კომანი 46), კორდეა (სტოიკა 86), ოლარუ, ოქტავიან პოპესკუ (მამუტი 69), ტანასე

მკითხველის კომენტარები / 26 /
ნათელი წერტილი..მადლობა ნამდვილად!!!
მადრიდისტი
22:29 21-07-2022
0
ყოჩაღ საბურთალო. გადაარჩინე ქართული საკლუბო ფეხბურთი სირცხვილს. წარმატებები
კახა
22:32 21-07-2022
2

სიახლეები პოპულარული