ლაშა ნოზაძე: "სტიაუას" ორი მატჩის ჯამში დამარცხების ძალა შეგვწევს

AutoSharing Option
"სტიაუასთან" 1:0 გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ, რომელსაც ჟურნალისტები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. განმეორებითი ოვაციები ნოზაძემ უკვე პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ დაიმსახურა:

"პირველ რიგში, მადლობა თქვენ გვერდში დგომისთვის; მადლობა ჩემს ფეხბურთელებს თავდადებისა და ბრძოლისთვის; მადლობა გულშემატკივრებს ქომაგობისთვის. ძალიან მაგარი ბიჭები არიან, ვაჟკაცები. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, მეტოქეს არ შეუშინდნენ. პირველ მატჩში რა გეგმაც გვქონდა დასახული, შევასრულეთ – გავიმარჯვეთ. ახლა დაველოდებით განმეორებით თამაშს ბუქარესტში. თუმცა კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ჯერ მხოლოდ ნახევარი საქმე გვაქვს გაკეთებული და 90 წუთი
კიდევ გვაქვს სათამაშო.

მთლიანობაში, დავიმსახურეთ გამარჯვება. შეგვეძლო ანგარიში უფრო უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ იმათაც ჰქონდათ მომენტები. შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. გაძლევთ პირობას, რომ ვიბრძოლებთ და მეტოქეს არაფერს დავუთმობთ. შეგვწევს ძალა, რომ ორი თამაშის ჯამში გავიდეთ. ტირანაშიც ვაჩვენეთ, რომ ბრძოლა და თამაში შეგვიძლია. მთავარია მონდომება და შრომა.

რაც შეეხება მეტოქეს – რუმინულ კლუბში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი თამაშობს. ეს დღევანდელმა შეხვედრამაც აჩვენა. გვქონდა შეცდომებიც, რომლებსაც უახლოეს დღეებში გავაანალიზებთ და განმეორებითი მატჩისთვის მოვემზადებით".

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
გილოცავ.
მაგრამ!!! აპაპაპა, ტრაბახი არ იყოს. სტიაუა ჯერ შეთამაშებული არ არის, თორე ეტყობა მაგარი ბიჭები ყავს. ერთი კვირის შემდეგ ეგენი მოუმატებენ. მე არ ვიცი, ჩვენ გვაქვს რეზერვი მოსამატებლად? გვააქვს?
ყველაზე მაგრა რაც მომეწონა, ეს არის სწორი თამაში, თანამედროვე. ამისთვის მადლობა. ოღონდ ტრაბახი და ბრექვა არ გვინდა, ვითომ არაფერი მომხდარა. "ბლატაობს" ის, ვინც ბოლოს "ბლატაობს"!
ჰაჰა
09:10 22-07-2022
1
ბათუმის შეცდომები არ გაიმეოროთ შეაფასეთ მოწინააღმდეგე უფრო სწრაფი ხო არ არის და უფრო გვიან ხო არ იღლება და ისე დაგეგმეთ მათი ძლიერი მხარეების განეიტრალება თორე ბათუმივით მარტო მოწინააღმდეგის თამაშის ყურება და ჩვენების წვალება უკვე ბოგვბეზრდა
1.2.3.4.5.
10:48 22-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული