დამატებითი შანსი "საბურთალოს" და არეულობა მეტოქის ბანაკში - ბუქარესტულ მატჩში "სტიაუას" უკვე მოხსნილი მწვრთნელი უთავკაცებს

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოს" მეტოქის "სტიაუას" ბანაკში არეულობაა. როგორც ჩვენი რუმინელი კოლეგები წერენ, ბუქარესტული გუნდის პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ კლუბის მთავარი მწვრთნელის 47 წლის ანტონ პეტრეას გაშვება გადაწყვიტა და ეს დიდწილად თბილისურმა მარცხმა განაპირობა.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ის გუნდს მომდევნო ორ თამაშში (24 ივლისს ბუქარესტის "რაპიდთან" და 28 ივლისს "საბურთალოსთან") უხელმძღვანელებს.

რუმინელი პრესის ცნობით, ბეკალის პეტრეას გაშვება უკვე გადაწყვეტილი აქვს და თუნდაც მომდევნო ორივე მატჩი დამაჯერებლად მოიგოს, თანამდეობას ვერ შეინარჩუნებს.

ეს ყველაფერი კი წესით ჩვენს წისქვილზე უნდა ასხამდეს
წყალს, რადგან მეტოქის ბანაკში აშკარად კარი სიტუაცია ვერაა და გუნდაც უკვე გაშვებული მწვრთნელი ეყოლება.

როგორც უკვე მოგახსენეთ, "საბურთალო", რომელმაც სახლში 1:0 იმარჯვა, ბუქარესტში 28 ივლისს ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მწვრთვნელის მოხსნა ცუდი ფორმა უკლასო კლუბი მსგავსი სეფასესებები ჩვენს მეტოქეზე არაფერ პლიუს არ გვაძლევს ნევისმიერმა შეიძლება მოგვიგოს და წინასწარ ნუ გაგვიხარდება მათ ბანაკში ვითომ არეულობა შეიძლება ფანდია რადგან 1-0 წაგება სტუნრად არაა ტრაგედია
ნოდო
18:05 23-07-2022
0
მშვენიერი ამბავია. დემორალიზებულ მეტოქეზე კარგი არაფერია ))) .. მიდით ბიჭებო , ბოლომდე მიიყვანეთ თბილისში დაწყებული საქმე და 3 ეტაპზე გავავსებთ სტადიონს, გპირდებით !!
ილია
15:00 23-07-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული