დასუსტება და გაძლიერება
"ჰალი" იმ ფეხბურთელებმა დატოვეს, რომლებიც აქ იჯარით იყვნენ. ქართველი სპეციალისტის გუნდი ყველაზე გამოცდილ მოთამაშეს, ტომ ჰადელსტონსაც დაემშვიდობა. "ჰალს" ეს დაასუსტებდა, მაგრამ შოთას გუნდში 8 ახალწვეულია, უმეტესად, თურქეთის სუპერლიგიდან და სატრანსფერო საკითხებში მთავარი მწვრთნელი მაქსიმალურად ჩაერეოდა, რათა ყველა პრობლემა შეევსო. მეკარე მატ ინგრამი ისევ აქაა. ეგაა, ყველა სურვილის ასრულება ასე მარტივი მაინც ვერ იქნებოდა.
მოსამზადებელი
ეტაპი
"ჰალმა" "კემბრიჯს" კი (2:1) მოუგო, მაგრამ პრემიერლიგის "ლესტერთან" და "პიტერბროსთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა - საკუთარ კარში 7 გოლი მიიღო და თავად არ გაუტანია. 23 წლის სმიტმა მოწინააღმდეგის კარი ისევ აიღო. როგორც ჩანს, "შეფილდის" ექსშემტევი გუნდის მნიშვნელოვანი ძალა იქნება.
ქართველის გარეშე
მიზნები
"ჰალის" ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ გუნდის მიზანი მოწინავე ექვსეულში ყოფნას და პრემიერლიგაში პლეი-ოფიდან მოხვედრას გულისხმობს, რაც ძალიან რთული იქნება.
"ჰალი" სეზონს 30 ივლისს, "ბრისტოლთან" სტუმრობით იწყებს, 9 აგვისტოს კი "ბრედფორდთან" თასზეც ჩაერთვება. პირველი სერიოზული გამოცდა 13 აგვისტოს იქნება, როცა ისინი ფინელ ფორვარდ ტეემუ ჰუკის "ნორვიჩს" უმასპინძლებენ. იქვე "ვესტ ბრომვიჩთან" სტუმრობაცაა.
საკადრო რესურსი
პრემიერლიგაში აღზევებული "ფულემიდან" შოთამ 31 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველი ჟან მიჩელ სერი დაიმატა. "ანტალიასპორიდან" გადაბირებული დოგუკან სინიკი საგოლე პასებით გამოირჩევა, ისევე, როგორც "ფენერბახჩეს" და "უოტფორდის" ყოფილი წევრი იზამ ტიფანი. განელ ფორვარდ ბენჟამინ ტეტეს თურქეთის ჩემპიონატის განვლილ სეზონში 7 გოლი და 2 შედეგიანი პასი ჰქონდა.
არველაძე ინგლისის რანგით მეორე ლიგას უკვე მშვენივრად იცნობს, დანარჩენი კი ერთად ვნახოთ. ვისურვოთ, წარმატებული წელი გამოუვიდეს.
კვარაცხელია ქართულის და საუკეთესოს შერწყმაა - შოთა არველაძე
შოთა არველაძე მიმართვას ავრცელებს - "იმედი მაქვს, "ჩაკვეც" აქ იქნება"