შოთა არველაძემ საქართველოში დაისვენა და ინგლისში დაბრუნდა, სადაც ჩემპიონშიპის ახალი სეზონისთვის უნდა მოემზადოს. ქართველ სპეციალისტს ახლა გაცილებით ამბიციური გეგმები აქვს.
მფლობელის სამშობლოში
არველაძის "ჰალი" 2022-33 წლების სეზონისთვის მზადებას 10 ივლისს დაიწყებს და თურქეთს ესტუმრება. გუნდის მფლობელ ილიჩალის სამშობლოში ისინი "ფენერბაჰჩეს" შეხვდებიან, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონატში მხოლოდ "ტრაბზონსპორს" ჩამორჩა. მათი ლიდერი მესუთ იოზილია, რომელსაც შოთას გუნდსაც უკავშირებდნენ, თუმცა ტრანსფერზე საუბარი შეწყდა.
არველაძე წვრთნების გამართვას ესპანეთის ქალაქ მარბელაშიც აპირებს.
გაძლიერების მნიშვნელობა
ბრიტანული მედია აქტიურად წერს, რომ მაღალი მიზნებისთვის შოთას სატრანსფერო აქტიურობა აუცილებლად
დასჭირდება. გუნდი ჰალდელსტონმა, ჰოლვუდმა და ივსმა დატოვეს, რამდენიმე ფეხბურთელი კი, რომლებიც "ჰალში" იჯარით იყვნენ, მათ შორის, ბერნარდი და ფორსი, საკუთარ გუნდებს დაუბრუნდება.
ამ ეტაპზე კოტდივუარელ ნახევარმცველ ჟან მიშელ სერის ტრანსფერზე იწერება, ვეტერან ნიდერლანდელ რაიან ბაბელზე კი განახლებული ინფორმაცია აღარ გვაქვს.
წაიყვანს ლობჟანიძეს?
შოთა არველაძე საკუთარ გუნდებში ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებით არ გამოირჩევა, თუმცა ცოტა ხნის წინ საბა ლობჟანიძის შესახებ აქტიურად გაიჟღერა. მას თურქულ "ჰათაისპორში" 8 გოლი და ამდენივე საგოლე პასი ჰქონდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ის უნარები ნამდვილად აქვს, რა ტიპის ფეხბურთსაც ინგლისის რანგით მე-2 ლიგაში თამაშობენ - სწრაფია, ენერგიული და მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთში ბოლომდე იბრძვის. თუკი ეს ტრანსფერი განახორციელა, ის ჩაწოდებების კუთხითაც უფრო პროდუქტიული გახდება, რადგან 27 წლის ლობჟანიძე შრომისმოყვარე ფეხბურთელია.
თავად ქართველმა სპეციალისტმა კი განაცხადა, რომ თავის კლუბს მსგავსი პირობების შეთავაზება გაუჭირდება. რაც შეეხება ბათუმის "დინამოს" ფლანგელ ირაკლი აზაროვს, რომელზეც ასევე გაჟღერდა, მას ამ ეტაპზე ბრიტანეთში სამუშაო ვიზის აღება გაუჭირდება. მოგეხსენებათ, ამისთვის საკმაოდ ბევრი პარამეტრის დაკმაყოფილებაა საჭირო.
"ჰალი" გასულ სეზონში 24 გუნდს შორის მე-19 ადგილზე იყო, ახლა კი უფრო დიდი მიზნები აქვს.
"ამდენი კარგი თამაშის შემდეგ დროა, პრემიერს პირობა ჩამოვართვათ, რომ..." - შოთა არველაძე
შოთა არველაძე მიმართვას ავრცელებს - "იმედი მაქვს, "ჩაკვეც" აქ იქნება"