ერზრუმში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის "ტორპედომ" თურქეთის სუპერლიგის გუნდი გაანადგურა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ეროვნული ლიგის განახლებისთვის ემზადება და შეკრებას თურქეთში, კერძოდ, ერზრუმში გადის.

მოსამზადებელ პერიოდში გუშინ კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა მესამე ამხანაგური მატჩი გამართეს და თურქეთის სუპერლიგის ბინადარი "უმრაიესპორი" 3:0 გაანადგურეს. ქართული გუნდის მხრიდან გოლების ავტორები გიორგი კუხიანიძე, გიორგი არაბიძე და თორნიკე ახვლედიანი გახდნენ. 

რაც შეეხება გასული ორი შეხვედრის შედეგებს, ქუთაისელებმა "გირესუნსპორთან" ნულოვანი ფრე ითამაშეს, ხოლო "ჩაიქურ რიზესფორთან" 2:3 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამხანაგური იყო ხალხო რა იყოთ. უიმეეეე რა გვეშველება რა
წარმატება
06:54 27-07-2022
0
შემადგენლობის მხრივ ისეთი სახელი და გვარებია ტორპედოში ჩემპიონობისთვისაც შეუძლიათ ღირსეული ბრძოლა, მთავარია ათამაშდნენ და მეტად მოუმატონ. მარტო არაბიძე-ბუღრიძე რად ღირს, პრობლემური პოზიცია დაცვის ცენტრი აქვთ და იმედია შეავსებენ, 3-4 კარგი დონის ლეგიონერი და უმაგრესი გუნდი იქნება ტორპედო. წარმატებები ქუთათურებო, იმსახურებთ თქვენ საჩემპიონო გუნდს.
მცოცავი ოკუპაცია
13:07 26-07-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული