"საბურთალომ" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ დასანანი მარცხი განიცადა - ქართული საკლუბო ევროსეზონი დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „საბურთალო“ გასვლაზე „სტიაუასთან“ 2:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

საკუთარ მოედანზე 1:0 მოგების შემდეგ „საბურთალოს“ რუმინული ბარიერის გადალახვის იმედი მიეცა. მასპინძლები დებიუტიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, სტუმრები კი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ და ქარდავამ შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს. შუა პირველ ტაიმში ტემპი დაეცა, თამაში გათანაბრდა და 44-ე წუთზე გოლი გავუშვით - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დავამ თავით მეგრელიშვილის კარში მიუჩინა ადგილი.

შესვენების შემდეგ ეჯუმამ მეორე გოლი გაუტანა ჩვენს გუნდს. მერე შეცვლაზე შესულმა გოშთელიანმა ჯინჯოლავას პასით ანგარიში შეამცირა.
ბუქარესტელები
შტურმზე გადავიდნენ, რადუნოვიჩის დარტყმული ბურთი ჯინჯოლავამ ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა, საპასუხო სწრაფი შეტევისას კი ტაბატაძემ ტარნოვიანუს კარი დალაშქრა. სამწუხაროდ, ვიზავიმ კომანის გოლით მალევე მოახერხა კვლავ დაწინაურება. 87-ე წუთზე ჯინჯოლავამ საჯარიმოში მეტოქე წააქცია და რადუნოვიჩმა პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა.

მიუხედავად მარცხისა, აუცილებელია აღინიშნოს ნოზაძის გუნდის თავდადებული თამაში, რისთვისაც მხოლოდ მადლობას იმსახურებენ.

ამით ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ წარუმატებლად დასრულდა.

ბუქარესტი. „არენა ნაციონალა“
სტიაუა - საბურთალო 4:2
გოლები: 1:0 დავა (44), 2:0 ეჯუმა (55), 2:1 გოშთელიანი (69), 2:2 ტაბატაძე (78), 3:2 კომანი (80), 4:2 რადუნოვიჩი (87, პენ)
გაძევება: კორდეა (90+4)

სტიაუა: ტარნოვიანუ, ოვიდიუ პოპესკუ, დავა, ტამი, რადუნოვიჩი, ეჯუმა (ლიქსანდრუ 88), ოლარუ, კორდეა, ოქტავიან პოპესკუ, კომანი (უიადა 88), სტოიკა (სუხი 59)

საბურთალო: მეგრელიშვილი, გოჩოლეიშვილი, კაკუბავა, ჩადუნელი, ჯინჯოლავა, შ. ნონიკაშვილი (ო. მამაგეიშვილი 79), ქარდავა (მიოჩი 62), ლ. ნონიკაშვილი, გულიაშვილი (გოშთელიანი 62), ტაბატაძე, სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 25 /
წავაგეთ პირწმინდად!!! დასანანი ისაა, რომ გვაჯობა სტიაუამ აშკარად...მე მგონი დამეთანხმებით.
თეიმურაზ კვიტაიშვილი
01 აგვისტო 2022 22:46
0
ფიზიკაში აქ ვერ ავარჯიშებენ და უცხოელსაც არ იწვევენ
1.2.3.4.5.
29 ივლისი 2022 14:20
1
პირველ ტაიმში ითამაშეს სრულიად მშიშარა ფეხბურთი და დაისაჯნენ კიდეც. არა და ნორმალური ფეხბურთელები ყავს საბურთალოს, მაგრამ როცა შეშინებული თამაშობ და მარტივ პასს ვერ აკეთებ, ვერ მოიგებ.
odala
29 ივლისი 2022 13:50
1
ახლაც აგინეთ ვახო სანაია... -ქართულ ფეხბურთში კიბოა ჩაბუდებული, რომელსაც უსამართლოდ ფულის „დათრევა” ჰქვია.
ტარასი
29 ივლისი 2022 12:22
9
სანაია როგორც ერკვევა ფეხბურთში ისე ერკვევი შენც კარგი ანალიზია ის საერთოდ არ უყურებს ხოლმე თამაშებს შენ მაინც იყურე
სოსო
29 ივლისი 2022 13:06
1
ვიტყოდი შემეცოდა საბურთალო... მაგრამ თავისივე დასახული თამაშის გეგმით წააგეს. ოედანზე თუ გადიხარ ფეხბურთის სათამაშოდ გუნდმა უნდა ითამაშოს ორივე ტაიმი და კონცენტრაცია არ დაკარგოს. ეს თამაში არათუ წასაგები არ იყო არამედ მოსაგები, და კვლავ ჩააბარეს თამშია თუ თავანი. დაიწყებენ ეხლა სტიაუა და რუმინეთის ფეხბურთი, სად იყო სტიაუა როდესაც დინამო თბილისი გრანდებს ახურავდა თავზე. უპირველეს ყოვლისა ვიტყოდი რომ ფიზიკური სისუსტე ქართული გუნდების მომზადებისა არის ყოველთვის დაბალ დონეზე. ბათუმმა ვითომ დაიწყო უკეთესად მაგრამყველა აგებს. ორთაბრძოლებს და შემდგმ საშინელ სავალალო ჯარიმებს იკიდებენ. შემდგომ ყველას ერთი და იგივე [პრობლემა აქვს, თანამედროვე ფეხბურთი კონტრეშეტევებით არის ლამაძი და დისტანციების დაფერვით. რამდენი შანსი იყო წინ გააჭრის და როგორც კი ვინმე პასს ცენტრთან მიიღებდა ისევ ატორმუზებენ დაელოდებია სანამ დანარჩენებო გადმოეწყპნიან შეტევისათვის. ძოგი ამ დროს მოლასლასებს, რაც იგივე ფიზიკური მომზადების პრობლემაა. არა და აშკარად ჩანს ბიჭებს ტექნიკაც აქვთ, პასიც იციან, სისწრაფეც მაგრამ როგორც ფეხბურთელები და გუნდი სწორად არ თამაშობენ. დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერს თან მწვრთნელს ვერ დააბრალებ. მწვრთელები იცვლებიან ხშირად როგორც ვხედავთ ჩემპიონატში, ამის გამო ფეხბურთელებს უნდა მოეთხოვოთ პროფესიონალიზმი და მუდვიმვად ფორმაში მზად ყოფნა, ტაქტიკური განათლება და პოზიციის სწორად შერჩვა განსაკუთრებით შუა ხაზში და დაცვაში.მაგ დონეზე თამაში და გასვლა თუ უნდათ ამას თავდადება სჭირდება და ბევერი შრომა და მოგების წყურვილი და წაგების არც გაფიქრება, ფრე სახსებელიც არ უნდა იყოს
სიმართლე
29 ივლისი 2022 09:13
2
როგორი დაქცეული ქვეყანაც არის საქართველო, ისეთი დაქცეულია ქართული ფეხბურთი.

როგორც ყოველთვის პირველივე ეტაპზე ყველა ქართული გუნდი ეთიშება ასპარეზობას და ხალხი ამ ყველაფერს კომფორტულად ეგუება.

კომფორმისტი ერი
ფეხბურთი
29 ივლისი 2022 04:32
13
ქართული კლუბები თამაშობენ მხოლოდ შიდა, ადგილობრივი რესურსით, ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეიძლება. ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებია და გუნდებში 2 ან 3 ადგილობრივი თამაშობს, დანარჩენი ლეგიონერებია. ნორმალური ლეგიონერების გარეშე, სულ ამ წრეზე ვიტრიალებთ. ერთხელ არსენალის თამაშს ვუყურებდი და არც ერთი ინგლისელი არ იყო გუნდში.
ასეა ჩემო კარგებო, კი აიწია საქ. ჩემპიონატის დონემ, მაგრამ ეს რაც ადრე იყო, იმასთან შედარებით. მთლიანობაში უსუსტესი ლიგა გვაქვს, ასე იქნება სანამ გუნდებს ფულიანი და ჭკვიანი პატრონები არ გამოუ ჩნდებათ. ესაა სამწუხარო რეალობა.
ლევანი
29 ივლისი 2022 03:57
2
არაფერია სამადლობელი 1) 4 ეტაპიდან 1 ეტაპს რო ვერ ცდები კარგ ვარიანტში ორს და დინამოს შემთხვევა საერთოდ კატასტროფაა 2 შანსი ქონდა ეს ერთი მეორე თუ დააკვირდებით ანალოგიური მოხდა დინამოს შემთხვევაში დღეს მე-80 წუთზე გადიოდა და კარგ ვარიანტში ქონდა 1 გოლის გაშვების უფლება მოახერხა იმდენი რო ძირითადში წააგო ისევე როგორც ბათუმმა არადა მეორე დამატებითში სლოვაკები ფსიქოლოგიურად უბდა გაგვეტეხა 3) გადახედეთ ჟალგირისმა რა ქნა ლიგის საკვალიფიკაციოზე ყარაბახმა შერიფმა პიუნიკმა ქლაქსივიკმა სამადლობელი მაშინ იქნებოდა მეოთხე ეტაპზე რო ეომა და თავს ზემოთ ძალა არ იყო გუნდში სადაც არეული სიტუაციაა 2 დღის მისულია მწვრთნელი 4 გოლს არ უნდა გიტანდეს ვათუმის პირველ თამაშამდე პოლონეთში თავს ვიმედებდით ლეხის ცუდი ფორმით მაგრამ ვიცოდი რო მაგ მინუსების გამოყენება ქართულ კლუბებს არ შეუძლიათ
ნოდო
29 ივლისი 2022 01:11
5
ბავშვებმა ბავშვური შეცდომები დაუშვეს.. არაუშავს.. ნუ რა რესურსიც იყო ეგ არის. 3-4 ფიზიკურად ძლიერი ლეგიონერი რომ დაუმატო ამ გუნდს, ასეთ გუნდებს გადატეხავენ წელში.
ილია
29 ივლისი 2022 00:47
0
საბურთალო ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა რომელსაც დაცვიდან შეტევაში სწრაფად შეეძლო ბურთის გადატანა. არც ბათუმის დინამოს გამოდიოდა ეგ, რადგან გეგუჩაძისეული ზედმეტი პასებით და ვითომ კომბინაციებით უაზროდ კარგავდნენ ბურთს და მეტოქეც ასწრებდა ხშირად დაცვაში ჩასვლას. საბურთალოში დაცვის ხაზმა ჩააგდო შეხვედრა, თორემ გააგდებდა სტიაუას. სამწუხაროდ, ალბათ გოჩოლეიშვილი, ტაბატაძე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი წავა და ეს გუნდიც თავიდან იქნება ასაწყობი.
კირკე
29 ივლისი 2022 00:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული