საკლუბო ქაოსი, რომელიც სანაკრებო წარმატებას ხელს არ უშლის და პირიქით - ხვიჩასა და ტრანსფერების მნიშვნელობა

AutoSharing Option
როგორც დადებითმა, ასევე უარყოფითმა ემოციებმა შეჩვევა იცის, თუმცა ქართული კლუბების საევროტურნირო მარცხს მაინც არ "ვნებდებდით" და ყოველ წელს ძალიან განვიცდით, ერთი ეტაპის გადალახვასავ რომ ვერ ვახერხებთ. მეტიც, შორს რომ გავიხედოთ, აჟიოტაჟს მომავალ ზაფხულსაც დავაანონსებთ - ვინ შეიძლება შეხვდეს საქართველოს ჩემპიონს ყველაზე სუსტი განთესილი გუნდებიდან და მსგავსი თემები...

ფეხბურთი ძალიან გვიყვარს და მარცხს ვერ ვეგუებით, ამბიციებიც დიდია, მაგრამ სულ უფრო ვრწმუნდებით - საკლუბო ფეხბურთის დაგეგმვა ასე მარტივი სულაც არაა, მხოლოდ ოპტიმიზმი რომ ეყოს.

ვინ რის ხარჯზე?

სულ
იმაზე ვნერვიულობთ, როგორ გვჯობნიან იმ ქვეყნების გუნდები, რომელთა ნაკრებებსაც როგორც საერთო დონით, ასევე ინდივიდუალური ფეხბურთელებით აღვემატებით. ცოტა ხანი თავი დავანებოთ იმას, რომ მათ უკეთესი საკლუბო მენეჯმენტი აქვთ, შემადგენლობას რომ გადავხედოთ, ეს გუნდები ადგილობრივ ფეხბურთელებს მინიმალურად ეყრდნობიან. თვალი შევავლოთ ტირასპოლის "შერიფის" თუ ლიეტუვის "ჟალგირისის" შემადგენლობას და ამაში იოლად დავრწმუნდებით. შესაბამისად, თუკი გამოდის ("კი არ გამოდის, გამოსულია და ეგაა" - "ცხელ ძაღლში" ბიძინა თაბაგარის გმირი ამბობს), რომ წარმატების მისაღწევად ბევრი ლეგიონერის ჩამოყვანაა საჭირო. გვაქვს ამის შესაბამისი თანხები? ანუ გამოჩნდებიან პირები, რომლებიც ყველაფერ ამას მომგებიანად აქცევენ? ანაც, ჩვენი მთავარი დანიშნულება ესაა? მით უმეტეს, თუკი ყოველივე სამომავლო სანაკრებო წარმატებისთვის შესაძლოა, გარკვეულ ხელისშემშლელ ფაქტორადაც კი იქცეს.

Sportall.Ge

სად უნდა განვითარდნენ ქართველი ახალგაზრდები?

სანაკრებო დონეზე წარმატებულები რომ ვიყოთ, ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოცდილება ეროვნულ ლიგაში მიიღონ და საბოლოოდ, ისეთი ტრანსფერები განხორციელდეს, როგორიც კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაა, ეს ხომ ყველას სურვილია. აქედან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია, ადგილობრივ მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება არ მივცეთ და უცხოელებს დავეყრდნოთ. გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი თუ სხვები პირდაპირ უცხოურ კლუბებს როგორ მიაშურებენ? საწყისი აუცილებელი გამოცდილება გიორგი ლორიამაც საკუთარ ჩემპიონატში მიიღო, გურამ კაშიამაც, გიორგი მამარდაშვილმა თუ ხვიჩა კვარაცხელიამ. მაგალითად, "მამარდასთვის" "ლოკომოტივში" პირველივე შეცდომისას მხარი რომ არ დაეჭირათ და უცხოელი მეკარით ჩაენაცვლებინათ, დღეს ნაკრებს ამ დონის კიპერი ეყოლებოდა? ასე რომ, ბოლოს მაინც გარკვეული დილემის წინაშე ვდგებით.

მწვრთნელთა საკითხი

ყოველ მწვრთნელს, მათ შორის, უმაღლესი გამოცდილებისა და მიღწევების, კარგი და ცუდი პერიოდი აქვს, შეუძლებელია, სულ "ფორმაში" იყო. ვხედავთ, რომ ქართველი საფეხბურთო სპეციალისტების უმრავლესობა ერთ წრეზე ტრიალებს, აქაურ სხვადასხვა კლუბში ცდილობს საკუთარი ხელწერის გატარებას. ზოგან გამოსდის, ზოგან ნაკლებად, თუმცა გააჩნია, თამასად რას დავუწესებთ, მხოლოდ შიდა წარმატებას?!

მაღალკვალიფიციური უცხოელი მწვრთნელების საქართველოში ჩამოყვანა, რომლებიც აქაურობას ალღოს კარგად აუღებენ და ქართველ ფეხბურთელებთან საერთო ენას გამონახავენ, საჭიროა. ყურადღების კონცენტრირება ეროვნულობაზე არ უნდა გადავიდეს. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესში ლეონიდ სლუცკის როლი დიდია. რა თქმა უნდა, მსგავსი მწვრთნელების ფინანსურად დაკმაყოფილებაზე ფიქრი უტოპიაა, თუმცა რუსული ფეხბურთის სრული ბლოკადის ფონზე, მას თბილისში ან ბათუმის "დინამოს" გაწვრთნის სურვილი რომ გაუჩნდეს, ამის არც შეთავაზების გამბედავი ჩანს ვინმე და იდეის დონეზეც კი, ახლა ბევრი უკვე უარყოფითად მიიღებს.

Sportall.Ge

გაბრაზება ნაკლები იქნება...

კრიტიკა ყოველთვის საჭიროა, მაშინაც კი, როცა ყველაფერი თითქოს კარგად მიდის და ამისთვის ჟურნალისტებსაც "მოგვეკითხება". ყველას ერთნაირი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ აქვს - ქებასა და ყურადღების ცენტრში ყოფნასაც ისეთივე პასუხისმგებლობა სჭირდება, როგორც კრიტიკას. რაც უფრო მაღლა ხარ, შემდეგ ძირს დანარცხება მეტად მტკივნეულია.

მეორე უკიდურესობის ხალხია, ყოველი წარუმატებელი ევროსეზონის შემდეგ თბილისის "დინამოს" სტადიონს სხვადასხვა ბოსტნეულის ფორმით წარმოგვიდგენდნენ, დანიშნულება შევუცვალოთო. ის, რომ ახლა ნაკლები აგრესია ჩანს, იმის დამსახურება უნდა იყოს, საქართველოს ნაკრებმა სტაბილურ და წარმატებულ თამაშს რომ მიაღწია და იმისაც, ხვიჩა კვარაცხელია დიდ ფეხბურთში რომ გვაბრუნებს, "ნაპოლიში" მშვენივრად დაიწყო და მოედანზე ყოველ შეხვედრაში შესამჩნევია. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები დიდ სიხარულს გვანიჭებს და იმის თქმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ "სხვა საქმით დავკავდეთ".

ასევე, გვესმის, რომ ქართველი ფეხბურთელებით (დავითაშვილი, აზაროვი, ლოჩოშვილი) იტალიური გუნდები არიან დაინტერესებული და მათი ტრანსფერების მოლოდინში ვართ. ეს ამტკიცებს, რომ მიუხედავად ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის "გაქრობისა", ამ პატარა ქვეყანაში თამაშიც შეგვიძლია და ტოპჩემპოონატებში რომ ვითამაშოთ, ისიც...

რას დაინახავდა სანიოლი?

ეროვნული ლიგა მალე განახლდება და ევროტურნირებიდან გამოვარდნილი გუნდები საშინაო მიზნებზე კონცენტრირდებიან. სამწუხაროდ, სტადიონებზე ხალხის "შემობრუნება" სათანადოდ ისევ ვერ გამოვიყენეთ, თუმცა აქაური კონკურენცია გაგრძელდება. ბათუმის "დინამოს" უახლოეს მდევართან (თბილისის "დინამო") 9-ქულიანი უპირატესობა აქვს და მისი გაფლანგვა "გაუჭირდება". წლევანდელ ევროსეზონზე მონაწილე გუნდების ბრძოლაში წყალტუბოს "სამგურალი" აქტიურადაა ჩართული, ზოგადი სურათი კი, დაახლოებით იგივე იქნება.

ვილი სანიოლი თამამი მწვრთნელია. ის კვლავ ეცდება, ნაკრებში კონკურენცია შექმნას და ფეხბურთელებს ეროვნული ლიგიდანაც დაეყრდნოს. ფრანგი სპეციალისტი მხოლოდ ევროტურნირზე ნაჩვენები შედეგებით ვერ იხელმძღვანელებს, თუმცა ზოგიერთ იმ ფეხბურთელს, აქამდე რომ ეყრდნობოდა ან მომავალში აპირებდა, მეტის დამტკიცება მოუწევს. უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობა კარგად აჩვენებს, ამა თუ იმ მოთამაშის შესაძლებლობებისა და პროგრესის ზღვარი სად გადის...

"შევხვდებით" ევროპულ სტადიონებზე, სადაც მალე ჩემპიონატები დაიწყება და "ერთა ლიგაზე" სექტემბრის ბოლოს, როცა საქართველოს ნაკრები დარჩენილ შეხვედრებს ჩაატარებს.

alt"საბურთალომ" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ დასანანი მარცხი განიცადა - ქართული საკლუბო ევროსეზონი დასრულდა [VIDEO]

altფრე "ლეხთან" - ბათუმის "დინამომ" ევროტურნირი მოგების გარეშე დაასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბრავო! სლუცკის თემას ავტორი ძალიან ორიგინალურად შეეხო, სიომინის გახსენებაც შეიძლება. ზახარიჩიც გაგვახსენა
რევაზ მებონია
29 ივლისი 2022 11:42
0
არაპროფესიონალი მოგულავე ფეხბურთელები დარჩა მხოლოდ ბათუმის დინამოში... ეს რომ მიზეზია ძალიან სამწუხაროა.. 8-9 ფეხბურთელია და სპორცმენი მანდ აი დანარჩენის მისამართი ძირითადად კოლუზეუმი კლუბები და მანქნით კაიფში სეირნობააა... ვინმემ ენა არ წაიგდოს!!აქ ვართ და ვხედავთ ამ ყველაფერს, ბევრი მესიჯის მიუხედავად გეგუჩაძე ფარჩაკია რომ ვერ დააყენა წესრიგი..ბერიძე კიდე ალალი კეთილი ცხვარი რომელსაც ყველა აბოლებს ვინც ირგვლივ ყავს..
მალე ბათუმის მოედანი დაკარგავს გულშემატკივარს სულ რაღაც 1-2 წელოწადი თუ ასე გაგძელდა..
შავი კაცი
29 ივლისი 2022 20:07
3
ქართულ კლუბებს ისეთი არაფერი ჰქონდათ, რითაც უპირატესობას მოიპოვებდენ და მარტო მინდათი გამარჯვება არ მოდის. საჭიროა უფრო მაღალ ტემპში თამაში ისწავლონ და ტემპი ბოლომდე შეინარჩუნონ. თავიდან სანიოლმა ფიზმომზადების მწვრთნელი აქაური მინდაო, მაგრამ ვინც აჩვენეს არ დააკმაყოფილა და უცხოეთიდან მოიწვია და თქვენც უცხოეთიდან მოიწვიეთ ვისაც ამის სწავლება შეუძლია და გამარჯვებებიც მოვა.
გახდი უფრო თავმოყვარე!
29 ივლისი 2022 14:17
1
40 წლის წინ თბილისის დინამო იყო საქართველოს ნაკრები.
დღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ ევროპაში.
ამით აიხსნება მაშინდელი წარმატებები კლუბის დონეზე და დღევანდელი ქართული გუნდების წარუმატებლობა.
გვყავს 20 კარგი ფეხბურთელი.
ვინმე გენიოსმა მწვრთნელებმა კიდევ 200 კვარაცხელია და მამარდაშვილი რომ აღმოაჩინოს და მოამზადოს, ისინიც ევროპაში წავლენ.
ეს ნორმალურია მოცემულ ეკონომიკურ სიტუაციაში.
ქ. გ.
29 ივლისი 2022 17:31
1
იმასაც დავამატებდი, რომ ის ნაკრები, რომელსაც დინამო ერქვა, მუდმივად შეკრებაზე იყო და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ქონდა საკმაოდ მაღალი დონის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. შესაბამისად, საკლუბო ფეხბურთის არსი თუ გვინდა ნორმალურად შევიგნოთ, ათვლა 90-ნი წლებიდან დავიწყოთ და "ძველ დიდებაზე" წუწუნს შევეშვათ.
დათა თუთაშხია
30 ივლისი 2022 00:17
0
ქართველი მენეჯერები რომ ბატონი ღვთისავარ ანთაძის მსგავსად ვიწროდ ფიქრობენ იმიტომ ვართ ასეთ შავ დღეში...
ვენეციის კომისია
29 ივლისი 2022 14:53
3
კარგი სტატიაა ... მეტად კრიტიკულები უნდა ვიყოთ კიდევ და უნდა გავაანალიზოთ რომ ფსკერზე კი ვართ მაგრამ ამ ფსკერზეც ვერ ვცურავთ ფსკერის ტალახში ვართ გაჭედილი ... რა თქმა უნდა მატჩებზე სიარული არ უნდა შევწყვიტოთ იმის გამო რომ ფსკერზე ვართ ... გულშემატკივარი თუ ამოიყვანს გუნდს ფსკერისნტალახიდან ... ასევე ფიფიამ უნდა გაყიდოს დინამო თორენ უკან ექაჩება მთლიანად ქართულ ფეხბურთს დღევანდელი დინამო ...
bejo
29 ივლისი 2022 13:26
0
მთელი საქართველო ჩართულია აჟიოტაჟში ესა თუ ის ფეხბურთელი სადმე გაიყიდოს. პენსია საქართველოში სამასი ლარიც არ არის, ხოლო ფეხბურთელების ხელფასი მინიმუმ 3 ჯერ დიდია და ადის ხუთციფრა ნიშნულზე. ხოდა რა გახარებთ ვინმეს წასვლით, არ ჯობდა კვარაცხელიას ბათუმში ეთამაშა და ჩვენ დავმტკბარიყა ით მისი თამაშით, ახლა ელოდეთ წელიწადში ორიოდე თამაშს,რომელსაც ნაკრებში ჩაატარებენ კვარა ან ჩაკვე...რანაირად ითხოვთ ევროპის თასების წინსვლას, როდესაც არასრულწლოვან ყენიას და ანანიძე საზღვარგარეთ ვყიდით, სხვათაშორის ყენია სანამ არ გახდა სრულწლოვანი მანამდე არ დაუდეს კონტრაქტი გერმანელებმა, რადგან კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაიდინეს. ჩვენ კი არასრულწლოვნების ტრეფიკინგში ვართ ჩართული.
ბოლო-ბოლო
29 ივლისი 2022 14:42
3
სლუცკი კაი მცვრტნელია ტუ ვინმე მოიხვანს ტრეინერად არ ცაგებს ფახოდუ კარტველებსაც ცან ფატივს ცემს,ზოგიც ვერ იტხვის რად გვინდაო ეს რუსი ფახოდუ რუსიც არ არი,
Москва
29 ივლისი 2022 18:41
6
შინაარსის პათოსში გეთანხმები მაგრამ რუსი არ არისო აბა ბანგლადეშელია ? ან ჩერჩესოვი ვაისის სლოვანი რო დაშალა განმეორებით მატჩში ის ვიეტნამელია ? ნუ გვიყვარს ყველაფრის გაუბრალოება არავინ დაგხვრეტთ თუ იტყვი რა წარმომავლობისაცაა მთავარია ადამიანი იყოს წესიერი და პატიოსანი. ყველა ერში არის მორწმუნეც და კაცის მკვლელიც.
Kaptain esgeso
29 ივლისი 2022 21:18
0
სლუცკის მეგრელები ევასება
emigrant
30 ივლისი 2022 09:46
1
სიმათლე ისაა რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში არ არის ჩადებული იმდენი თანხები რაც საჭიროა საერთაშორისო ტურნირებზე წარმატების მისაჰწევად არც დინამო თბილისს არც ბათუმს არც საბურთალოს არცერთს არ აქვს იმხელა ბიუჯეტი რომ კლუბი სრულყოფილად გამართონ ყველა დონეზე რამდენიმე კარგი ლეგიონერი დაიმატოს გუნდში ის ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველებიც შეინარჩუნოს 2-3 სეზონი მაინც გუნდში სტადიონებს ბაზებს მიხედონ და ა.შ რეალობა რა გვაქვს ნიჭიერ ახალგაზრდებს გუნდები ვერ ინარჩუნებენ ყველა მიდის ვისაც რაღაც პოტენციალი აქვს კარგ ლეგიონერებს ვერ ვიმატებთ რადგან ფული არ გვაქვს კარგი მწვრთნელებიც არ გყავს რადგან კარგი მწვრთნელს კარგი ანაზღაურება უნდა სტადიონები და ბაზებიც მოუვლელია რადგან ფული არ გაქვს 3 გუნდის გარდა აკადემია არცერთ გუნდს აქვს ფაქტი სახეზეა გუნდს რომელსაც ამბიცია აქვს რომ ევროტურნირებზე ითამაშოს წლიური ბიუჯეტი მინიმუმ 10-15 მილიონი დოლარი მაინც უნდა ქონდეს რომ იბრძოლოს და ქართული კლუბები უმეტესად ისევ სახელწიფოზე არიან მიბმულები და დინამო ბათუმი თბილისი და ეს კერძო კლუბები რასაც ხარჯავენ ეგ არის მიზერი ამით ვერაფერს ვერ გააკეთებ საერთაშორისო ტურნირებზე.
ზაური
29 ივლისი 2022 14:32
1
sanam sakartvelos chempionatshi tito gundshi minimum 5 legioneri ar ikneba manamde done ar moimatebs, somxetis azerebis moldovis da pribaltikis donemde mainc unda mividet.puli tu ar daixarja gundebshi verapels mivagcevt.
BARSA
29 ივლისი 2022 14:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული