ქეცბაია: "თბილისი ამხელა ქალაქია და ერთი გუნდი ვერ გაკეთდა"

AutoSharing Option
კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმ აუტის" სტუმარი იყო და ქართული კლუბების გამოსვლა შეაფასა:

"თბილისის და ბათუმის "დინამოებიდან“ უფრო მეტს მოველოდი. ბათუმელები "სლოვანთან“ გასვლის ღირსი იყვნენ, მაგრამ არ მეგონა, "ლეხთან" ასე თუ ითამაშებდნენ. "საბურთალომ" სასიამოვნოდ გამაოცა...

წლებია ასე გრძელდება, გვიჭირს ევროტურნირებზე. გუნდებს არ აქვთ საშუალება, უკეთესი ფეხბურთელები მოიყვანონ. გული მწყდება, რომ საქართველოს ჩემპიონატი არაა იმ დონეზე, როგორიც თუნდაც კვიპროსისაა. ამ ქვეყანას კონფერენს ლიგაზე შარშან ორი გუნდი ჰყავდა, ორსაც წელს აქვს ჯგუფში ადგილი გარანტირებული...

ჩვენს ფეხბურთს სჭირდება
ტელევიზიების, ბიზნესისა და გულშემატკივრების დაინტერესება. ყაზახებმა და აზერბაიჯანელებმა ეს შეძლეს, რადგან ფულს დებენ და კარგი ფეხბურთელებიც მოჰყავთ...

თბილისი ამხელა ქალაქია და ერთი გუნდი ვერ გაკეთდა. ვერ მოიძებნა ხალხი, რომ "დინამოს“ მიხედონ. ეტყობა, იმ კაცმა (რომან ფიფია) ლიმიტი ამოწურა და საჭიროა, ისეთი ხალხი მოიძებნოს, რომლებიც იყიდიან და 1-2 გუნდი გვეყოლება, ევროტურნირებზე კარგად რომ ითამაშებს. ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის გუნდებს ვუყურებ და საქართველოს გუნდი ევროჯგუფში როგორ არ უნდა გავიდეს.

მენეჯმენტის და ფულის განკარგვის პრობლემაც არის. თუ ფულიანი მეპატრონე გამოჩნდება, უნდა მიიყვანოს ისეთი მენეჯერი, ვინც უცხოეთში ბევრ ხალხს იცნობს, კარგ ფეხბურთელებს მოიყვანს და ევროტურნირებზე კარგად ითამაშებს."

წყარო: პირველი არხი
მკითხველის კომენტარები / 24 /
kaxa- ების მეტი ვინ არის საქართველოში?
თემურ, მართალი ხარ. ვიცი 100&-ით შეწგტკივა გული საქქართველოზე.
alexandre
01 აგვისტო 2022 10:14
1
კახა ვისიხარ ვის დაეკარგე
kaka
31 ივლისი 2022 22:59
1
შენ რომ ბიუჯეტიდან მილიონები აიღე რამდენი დახარჯე ქართულ ფეხბურთში? 0 ლარი.. ფულის მოყვარული კაცი ხარ თემურ!
kaxa
31 ივლისი 2022 19:14
20
მართალია ეს ადამიანი გენაცვალე...აქ მარტო მამიკოს და დედიკოს შვილები იზრდებიან და ანვითარებს ფედერაციები...უპატრონო და გლეხის პერსპექტიული ბავშვები ვერ იზრდებიან....ძალათ გაზრდილი ბავშვები სახეზეა და ფაქტია რასაც აკეთებენ
მართალია
31 ივლისი 2022 18:51
3
გიორგი სენაირები რო არიან ფეხბურტსი იმიტო არი კარგატ საქმე გაუმარჯოს ქეცბას გაუმარჯოს
kaka
31 ივლისი 2022 13:36
6
შენ და შენნაირები 13 მილიონს რომ აიღებენ ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან როგორ უნდა ,,გაკეთდეს" გუნდი?
გიორგი
31 ივლისი 2022 12:44
21
არა მგონია, რომ ქეცბაზე მართალი ადამიანი იყო ცხოვრებაში.
bmb
31 ივლისი 2022 19:37
4
წამატებები ქეც მაგარო წარმატებები
aron
31 ივლისი 2022 08:05
1
ჩამოვიდეს კაია, მაგრამ მერე ვახო სანაიას ვინ დააკავებს??? პირველივე ნაკრების მარცხზე რუსეთის აგენტობას შეტენის! და მერე თემურას გამოტყუებს რაღაცას …
Vasili
30 ივლისი 2022 19:54
29
ალალ მატალო წამატებები ქეც ჯიგარო
dato
30 ივლისი 2022 19:42
1
ნოდარ ახალკაცის დინამომ როგორ მოიგო თასების თასი?!...
ყველა ფეხბურთელი ბაზაზე ყავდა დილიდან სრულ კონტროლზე ყავდა აყვანილი თითოეული ფეხბურთელი ხომ არ ჯობია ყველა კლუბმა ეს დანერგოს და ბევრად გაუმჯონესდება ფეხბურთელების დონე ვიდრე ახლა არის ეს კლუბების ხემძღვანელებმ აუნდა იზრუნონ ბაზაზე დილიდან საღამომდე სწორი კვება დილით დილაობით სპორტული დარბაზი შუადღის ძილო საღამოს კაი ვარჯიში და მერე სახლში დასაძინებლად ამ რეჟიმში რომ იქმება ფეხბურთელი მისი დონე 50-60 ℅ გაიზრდება მეტი თუ არა როგორც სამსახური ისე უნდა იყოს რომელიც ძაან გვიყვარს წარმატებები ქართულ ფეხბურთს
ემიგრანტი
30 ივლისი 2022 18:36
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული