სომხების დამარცხება, აზაროვის წარდგენა - "ცრვენა ზვეზდას" უახლოესი გეგმები

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები მიმდინარეობს. დღეს, 3 აგვისტოს, ტურს სერბული "ცრვენა ზვეზდასა" და სომხური "პიუნიკის" მატჩი დახურავს. ამ დაპირისპირების მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც სერბეთის ჩემპიონში ირაკლი აზაროვის ჩარიცხვა, ფაქტობრივად, გადაწყდა. Sportall.ge-ს ინფორმაციით, ბათუმის "დინამოს" ფლანგელის ტრანსფერი 4 აგვისტოს გაოფიციალურდება.

საუბარი იყო იმაზეც, რომ სერბეთში კარიერას ზურიკო დავითაშვილიც გააგრძელებდა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ნახევარმცველი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფება და ამ ეტაპზე, მისი მომავალი კლუბის ვინაობა ისევ ღიად რჩება.

"ცრვენა ზვეზდა" 1945 წელს დაარსდა და შიდა ტურნირების გარდა,
ჩემპიონთა ლიგის 1990-91 წლების სეზონის გამარჯვებულია. რაც შეეხება აზაროვს, ის ბათუმის "დინამოში" 2021 წელს გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდა. ირაკლის ვილი სანიოლიც ენდობა და საქართველოს ნაკრებში მუდმივად ეყრდნობა.

altაზაროვი და დავითაშვილი მარადიულ მეტოქეთა რიგებში?

მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი ტრანსფერია ცვრენა ზვეზდა ცნობილი და სახელიანი კლუბია ევროპაში, მის ფეხბურთელებს კი გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ევროპის წამყვანი კლუბების სკაუტები,ვიღაც ვიღაცეებმა კი თავი დაანებეთ უაზრო კრიტიკას.
qomagi
16:49 03-08-2022
6
მადლობა ყველაფრისთვის რაც დინამო ბათუმისთვის გააკეთე! წარმატებები ირაკლას!
ირაკლი
17:42 03-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული