"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება

AutoSharing Option
ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" ლეგიონერით გაძლიერდა - გუნდს აზერბაიჯანის ნაკრების მცველი აიშან ახმადოვა შეუერთდა. მან სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანაც შეძლო. ლანჩხუთელები, რომელთაც ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე თავკაცობს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისა და საქართველოს ჩემპიონატის მე-2 წრისთვის ემზადებიან.

"ლანჩხუთში" რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი დაბრუნდა. გუნდი ჩხარტიშვილით, ბაკარანძით, ბაქრაძითა და სუხაშვილით გაძლიერდა.

ლანჩხუთური კლუბი ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე უკრაინის ჩემპიონ ხარკოვის "ვორსკლას" (გუნდი უკრაინის ჩემპიონატში "ჟიტლობუდი 2-ის" სახელით გამოდის. რედ.) დაუპირისპირდება, წარმატების შემთხვევაში კი ყაზახურ "შიმკენტსა" და ხორვატიის ჩემპიონ
"სპლიტს" შორის საუკეთესოს შეხვდება.

alt"ლანჩხუთი" სამი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი

altუპრეცედენტო შემთხვევა ქართულ ფეხბურთში - "ლანჩხუთის" მეკარით იტალიური კლუბი დაინტერესდა

altქალთა ლიგის ცენტრალური მატჩი ჩაიშალა - მოქმედი ჩემპიონი "ლანჩხუთის" კამერებმა გააბრაზა

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი გოგოა,წარმატებას გისურვებ!
ნიკოლოზი
06 აგვისტო 2022 20:20
1
ლამაზი გოგოა, შენი ფანი ვარ ))) წარმატებები გოგოებო!
***
06 აგვისტო 2022 17:55
1
ამ ფეხებდაკუნთულ ქალებსაც მე და ჩემნაირები ვაფინანსებთ? ნეტავ ქალთა ფეხბურთს თუ ვინმე უყურებს? ქალთა ჩოგბურთი გამიგია, სანაპიროს ფრენბურთი, მხატვრული ტანვარჯიში, დანარჩენი რავი
llcl
06 აგვისტო 2022 16:11
14
ასეთი კომენტარისგან თავის შეკავება ცუდი არ იქნებოდა!
გიორგი
06 აგვისტო 2022 16:58
6
თქვენ მაინც არ გავარდეთ პირველივე ეტაპიდან
გურული
06 აგვისტო 2022 13:58
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული