ექსკლუზივი - დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ფრანგულ ლიგა 1-ში განაგრძობს. ძალიან დიდი ალბათობით, ეს კლუბი "ლორიენი" იქნება, თუმცა ჩვენებურს მიმართ ინტერესი "კლერმონსაც" აქვს. 

კრისტოფ პელისიეს გუნდი ლიგა 1-ის პირველ ტურში, 7 აგვისტოს, "რენს" ესტუმრება, გასულ სეზონში კი მე-16 ადგილი დაიკავა, "კლერმონი" კი ახალ სეზონს პსჟ-ს მასპინძლობით იწყება.

21 წლის დავითაშვილს, რომელიც ახლა ბათუმის "დინამოს" წევრია, თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივში", ყაზანის "რუბინში", ვოლგოგრადის "როტორსა" და ტულას "არსენალში" უთამაშია.

alt"რთულია ასეთი მატჩის შემდეგ სიტყვების პოვნა..." -

ზურიკო დავითაშვილი
მკითხველის კომენტარები / 27 /
✊იმედია მართალია
გომორძგუა მარგალეფც
06 აგვისტო 2022 22:51
2
რამდენს ნიშნავს ნაკრების კარგი თამაში. მადლობა ვილი სანიოლს. შეიძლება რეკომენდაჩიაც კი გაუწია ზურიკოს.
muro
06 აგვისტო 2022 22:27
3
მთავარი რაცაა ბრძოლა ძირითადისთვის დანარჩენი თავისით მოვა იმიტო რო ნიჭიერები არიან
გიორგი
06 აგვისტო 2022 21:59
2
ვულოცავ ზურიკოს!ახლა საფრანგეთის ჩემპიონატში ორი კაცი გვყავს და მთავარია,შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრონ.
სოსო
06 აგვისტო 2022 21:39
4
ამირან სანაია ,ვიცი რომ ავად არის და ჯერ ვერ თამაშობს.სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,თუმცა ძალიან სწრაფად,ალბათ ვერ მოხერხდება.გიორგი კოხრეიძე კი,მართლაც დამავიწყდა(ტრავმებსაც დავიწყებია).დიდი ხანია აღარ უხსენებიათ და მეც ნაქეიფარზე,ზურიკოზე გახარებულს,აღარ გამახსენდა.საფრანგეთის მეორე ლიგა,არავის ეგონოს ,რომ სუსტია და ეგეც საფრანგეთის ჩემპიონატია.გაიხსენეთ,რომ იქ თამაშობდა ჯაბა კანკავაც.
სოსო
07 აგვისტო 2022 11:11
0
ვინ ორი გვყავს?
საფრანგეთის ლიგა ორს თუ გულისხმობ მაშინ ჯამში 4 გვყავს,კოხრეიძე,სანაია და მიქაუტაძე ლიგა ორში არიან...
გომორძგუა მარგალეფც
06 აგვისტო 2022 23:00
0
ეგ თუ სიმართლეა მშვენიერია.
მშვენიერი ჩემპიონატი და მაგარი გამოცდილება.
მჯერა მინიმუმ 3 წელში ტოპ კლუბში ითამაშებს.
წარმატებები!
ბათუმელი ექსპერტი
06 აგვისტო 2022 21:37
2
წარმატებები ზურიკოს!!!
გულშემატკივარი
06 აგვისტო 2022 21:27
2
ძაან საინტერესოა ძაან როგორ განვირთარდება მისი კარიერა
beqa
06 აგვისტო 2022 21:26
2
აღარაფრის აღარ მჯერა!!
ბექა
06 აგვისტო 2022 21:00
30
ვა ვა შევესიეთ ტოპ ევროპებს! მაგარია!
სიმართლე
06 აგვისტო 2022 20:55
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული