"რთულია ასეთი მატჩის შემდეგ სიტყვების პოვნა..." - ზურიკო დავითაშვილი

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსა" და ბრატისლავის "სლოვანის" შეხვედრას აჭარლების ერთ-ერთი ლიდერი ზურიკო დავითაშვილი საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" გამოეხმაურა:

"რთულია ასეთი მატჩის შემდეგ სიტყვების პოვნა. ის მომენტი, როცა მიზნამდე ძალიან ცოტა გაკლდება, ორმაგად გულდასაწყვეტია.

მადლობა Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club-ს, ის ატმოსფერო, რომელიც გუშინ სტადიონზე შეიქმნა, არასდროს დამავიწყდება. მადლობა სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს და მადლობა მათ, ვისაც მოსვლა სურდა, ვერ მოახერხა და გვაგრძნობინეს შორიდან მხარდაჭერა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას" - წერს ზურიკო საკუთარ "ფეისბუქგვერდზე".

შეგახსენებთ, ბათუმელებმა გუშინ სლოვაკურ გუნდთან 1:2 წააგეს და კონფერენს ლიგაზე
გადაინაცვლეს, სადაც "ლეხს" შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან მაგრად ითამაშა ზურამ,ყოჩაღ ბიჭო! ნამდვილად, ამ ბიჭს ეკუთვნის რომელიმე ტოპ ჩემპიონატის საშუალო დონის კლუბი! თავისუფლად გაქაჩავს!
კახა
16:49 14-07-2022
0
ისე როგორ მახსოვს , ყველა დავითაშვილზე ლაპარაკობდა მერე ტრამვა და თითქოს შეჩერდა, გაიყინა და ამ დროს უცებ ხვიჩიკომ დაიწყო და სად წავიდა კი ვნახეთ/ ხოდა იგივეს გაკეთება შეუძლია ზურიკოსაც, მთლად ნაპოლი თუ ვერა სერია A-ს ათეულის გუნდში კი უნდა შეძლოს თამაში
Vasili
16:31 14-07-2022
0

სიახლეები პოპულარული