რა უშლის ხელს დავითაშვილის საფრანგეთში ტრანსფერს? - ექსკლუზივი

AutoSharing Option
Sportall.ge-მ ექსკლუზიურად გაცნობათ, რომ ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ფრანგულ "ლორიენში" განაგრძობდა. წყაროს მითითების გარეშე ჩვენი ინფორმაციების გამოყენებას უკვე შევეჩვიეთ, თუმცა ზოგან ისიც დაიწერა, რომ ეს სატრანსფერო ამბავი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ზურიკოს საფრანგეთში გადასვლა მართლაც შეყოვნდა, მალე ლიგა 1-ში მე-2 ტურის შეხვედრები ჩატარდება, თუმცა ყველა დეტალი გარკვეულია და დავითაშვილის გადაბარგებას მხოლოდ ერთი პრობლემა უშლის ხელს - არაევროკავშირელის შეზღუდვა.

"ლორიენის" განაცხადში ამჟამად 10 არაევროკავშირელია, ეს ლიმიტი შევსებულია და ქართველი ფეხბურთელის ამ კლუბში ჩასარიცხად აუცილებელია, გუნდმა ხსენებული ათიდან
რომელიმე მათგანი გაასხვისოს.

კრისტოფ პელისიეს გუნდში 2 ნიგერიელი, ბრაზილიელი, კონგოს რესპუბლიკელი, კოტ დ'იუვარელი, ტუნისელი, კამერუნელი, თურქი, მალელი და ბურკინა ფასოელი ფეხბურთელები არიან. ბრაზილიელმა მცველმა იგორ სილვამ ბოლოს 23 ივლისს ითამაშა და ამ ეტაპზე, გუნდიდან მისი წასვლა ყველაზე რეალური ჩანს. "ლორიენში" ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელია, ტუნისელი მონტასარ ტალბი აქ "რუბინიდან" გადავიდა. ჩამოთვლილი ლეგიონერებიდან 2 ახლადშეძენილია - თურქი ფორვარდი უმით ბოზოკი და კამერუნელი მცველი დარლინ იონგვა.

იმედია, დავითაშვილის ტრანსფერი მალე დაგვირგვინდება, "ლორიენმა" კი პირველ ტურში სტუმრად (1:0) "რენი" დაამარცხა და ახლა "ლიონს" მასპინძლობს.

altექსკლუზივი - დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 35 /
აი ესაა ევროპის "დემოკრატია" ადამიანებს ყოფენ "ადამიანებად" და "არაევროკავშირელებად" @@
zura222
12:11 12-08-2022
27
ბუბა ტრანსფერზე რომ საუბრობს, სავარაუდოდ ბუდუს გულისხმობს. მართლაც ერთ-ერთ ძალიან მაგარ გუნდთან მიდის კონტრაქტის დეტალების შეთანხმება და იმედია ყველა ერთად გავიხარებთ!!! საქართველოს ნაკრები რომ თამაშობს, იმ დღისით ყველა და ყველაფერი მავიწყდება
იღბლიანი
13:53 12-08-2022
1

სიახლეები პოპულარული