საქართველოს ქალთა ნაკრების ღია ვარჯიში რუსთავში

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრისთვის ემზადება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე მატჩს გიორგი ჩხაიძის გუნდი სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მოახლოებული თამაშისთვის 22 მოთამაშის შემადგენლობით სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება, სადაც ღია ვარჯიში გამართა.

საქართველოს და სლოვაკეთის ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი 1-ელ სექტემბერს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Youtube-არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (ლანჩხუთი, საქართველო),
ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო)

დაცვა: თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, ეტლინგენი, გერმანია), სოფო ნარსია (ლანჩხუთი, საქართველო), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი, საქართველო), ანა ჯოჯუა (დინამო, სოხუმი, საქართველო), მეგი ეჯიბია (დინამო, სოხუმი, საქართველო), მაიკო ბებია (სამეგრელო, ჩხოროწყუ, საქართველო)

ნახევარდაცვა/შეტევა: ანა წულაია (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (დინამო, სოხუმი, საქართველო), ტატიანა მატვეევა (კარაგუმრუკი, თურქეთი), ანა ჩემინავა (სოგდიანა, ჯიზახი, უზბეკეთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ანა პავლიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (დინამო, სოხუმი, საქართველო) ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი, საქართველო)

გორი - 1-ელი სექტემბერი, 20:00

საქართველო - სლოვაკეთი

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ღია ვარჯიშიო ვკეტავთ კიდეც ვარჯიშებს.
გოგა
22:42 31-08-2022
0

სიახლეები პოპულარული