საქართველოს მასტერლიგის ნაკრები უნგრეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება. მინი-ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 6x6-ზე ფორმატით 10-18 სექტემბერს, ბუდაპეტში გაიმართება. საქართველოს ნაკრები "დ" ჯგუფში ითამაშებს. ჩვენი გუნდი კენიის, ბრაზილიის, მოლდოვის და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
მატჩების განრიგი
10 სექტემბერი | საქართველო - კენია
12 სექტემბერი | ბელგია - საქართველო
13 სექტემბერი | ბრაზილია - საქართველო
16 სექტემბერი | მოლდოვა - საქართველო
უნგრეთში გამგზავრებამდე საქართველოს მასტერლიგის ნაკრების წევრები და გუნდის ხელმძღვანელობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირს, პირველ ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძესა და სფფ-ის ტექნიკურ
დირექტორ ზაზა ზამთარაძეს შეხვდნენ. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ფედერაციის ხელმძღვანელებმა მასტერლიგის ნაკრებს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება უსურვეს.
უნგრეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე 42 ნაკრები ითამაშებს. მასტერლიგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით გაემგზავრა.
GBF.GE