სპორტული კომპლექსი "ავაზა" ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ქალაქ თბილისის მერიისგან „ავაზას" სპორტული კომპლექსი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საფეხბურთო კომპლექსს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერი კახა კალაძე ესტუმრნენ.

სტუმრებმა საფეხბურთო სკოლის ტერიტორია დაათვალიერეს და მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სფფ-ისა და მერიის წარმომადგენლები.

ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, საფეხბურთო სკოლა „ავაზას" ტერიტორიაზე არსებული მოედნები და ადმინისტრაციული შენობა სრულად განახლდება და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „ჩემთვის ბედნიერი დღეა, რადგან მიხეილ მესხის სახელობის „ავაზას" სკოლა დაუბრუნდა
ფეხბურთს. ძალიან მალე აქ ვიხილავთ თანამედროვე სტანდარტების მოედნებს და ბავშვებს საშუალება ექნებათ, უკეთეს პირობებში ითამაშონ ფეხბურთი.

ჩემი კარიერა სწორედ აქ დაიწყო და ორმაგად მიხარია დღევანდელი დღე. მადლობა მინდა გადავუხადო ამ სკოლას. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი თანამედროვე ცენტრი შეიქმნება და ბავშვებს, გოგონებს, ახალგაზრდებს, მოყვარულებს ექნებათ ფეხბურთის თამაშის საშუალება.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კახი კალაძეს. ეს ტერიტორია წლების განმავლობაში იყო კერძო საკუთრება და მისი და დედაქალაქის მერიის უშუალო ჩართულობით, ეს ადგილი დაუბრუნდა ფეხბურთს. აქ უამრავი მოთამაშე გაიზარდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო გვასახელებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ გაიზრდებიან“.

კახა კალაძე (თბილისის მერი): „გვინდა, სპორტული კომპლექსი „ავაზა“, რომელსაც ძალიან ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გაუზრდია და დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, გადავცეთ ფეხბურთის ფედერაციას. დარწმუნებული ვარ, ეს სივრცე იქნება დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კომპლექსი თავისი მოედნებით, გასახდელებით. ყველანაირი პირობა ექნებათ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი“.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგია,გასახარია!
კოტე
21:54 12-09-2022
1
ძალიან კარგია რომ საცხოვრებელი შეწნობა არ ჩადგეს მანდაც.
simartle
01:34 13-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული