"ცხოვრებაში ადამიანის სიყვარულია მთავარი; ოცნება მაქვს, ობოლ ბავშვებს დავეხმარო" - გაიცანით "მეშახტეს" კოტდივუარელი ფეხბურთელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მეშახტეს" "ტიკ-ტოკგვერდზე" შეხვდებით ერთ ვიდეოს, რომელშიც კოტდივუარელი ფეხბურთელი ალენ კუაკუ თავის ოცნებაზე საუბრობს:

"ჯერ ხომ ოჯახის ბიზნესი გვაქვს, დედაჩემს აქვს კიდევ სხვა კომპანია, რომლითაც ეხმარება ბავშვებს, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ, ობოლი ბავშვები რომ არიან. მომავალში დიდი სიამოვნებით გავხსნიდი ძალიან დიდ კომპანიას, რომ რამდენი ბავშვის დახმარებაც შემეძლება, იმდენს დავეხმარო, იმიტომ, რომ ადამიანის სიყვარულია მთავარი ცხოვრებაში.

მართლა ძალიან მინდა. ღმერთს ვთხოვ, რომ მომავალში მქონდეს შესაძლებლობა. არ მინდა ვიყო მილიონერი, მაგრამ მინდა იმდენი მქონდეს, რომ შემეძლოს მეც ამ ადამიანების დახმარება. მომავალში, როცა ადამიანი
ფულს შოულობს, მერე ოცნებები ეკარგება. ეს მართლა გულში მაქვს და ღმერთს ვთხოვ, რომ არასდროს დამიკარგოს ის".
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაი კაცი ჩანს. თან რა კარგად საუბრობს ქართულად, ყოჩაღ!
წარმატებები, ღმერთმა გისმინოს.
ქობულეთიდან
14:55 21-09-2022
0
მმაგარი კაცია, რა უნდა დავწერო.
უვიცი
00:23 21-09-2022
0

სიახლეები პოპულარული