ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი კრისტიან ძაკარდო, ბათუმის "დინამოს" ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარული კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"ჯონი ბაკურიძის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი და ახლა უკვე ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი კრისტიან ძაკარდო და ქართველი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი გვესტუმრნენ.
არაოფიციალურ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ იტალიელ საფეხბურთო მენეჯერთან გამართა, საუბარი შეეხო სამომავლო ორმხრივი ურთიერთობის რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ, "დინამო ბათუმის" საფეხბურთო აკადემიის განვითარებას, პერსპექტიული მოთამაშეების მოძიებას და
ძირითადი გუნდის გაძლიერებას".