საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რიგის ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლატვიაში ჩატარებული ტურნირის, რიგის თასის გამარჯვებული გახდა.

ლიეტუვასთან მოგებული სასტარტო მატჩის შემდეგ ავთანდილ ასათიანის გუნდმა ტურნირის მასპინძელი ლატვია ფერნანდო დრასლერის დუბლითა და თალესის და ბინიოს გოლებით 4:2 დაამარცხა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რიგის თასზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში იასპარეზა. ჩვენი გუნდი 8 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. 12 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიაში ითამაშებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
✊✊✊ წარმატებები ნაკრებ გუნდს
emigrant
02:10 21-09-2022
0

სიახლეები პოპულარული