ქინქლაძის თამაში კვარაცხელიას მსგავსად უკვირდათ - ცნობილი რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებას ვერავინ მალავს - საქართველოში, იტალიაში, რუსეთში... ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"2022 წელს ფეხბურთს ისე ვეღარ ვუყურებ, როგორც ადრე. არანაირი ემოცია, მუხტი... და არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები. თუმცა, რასაც ხვიჩა კვარაცხელია ქმნის, შეუძლებელია, არ შეიმჩნიო და არ დააფასო.

Sportall.Ge

მახსოვს, 90-იამ წლებში, ინგლისელებს გიორგი ქინქლაძის თამაში როგორ უკვირდათ, მათ უბრალოდ არ ენახათ მსგავსი რამ. იგივეა ახლაც, "კვარადონაზე". ის კარლსონივითაა, გაფრინ
და და ჩვენ აქ დავრჩით, შორიდან ვუყურებთ."

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე, "აიაქსის" წინააღმდეგ, სადებიუტო გოლი გაიტანა და საგოლე პასიც (უკვე მეორე) გააკეთა, წინა მატჩში კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. ქართველი გარემარბი იტალიის ჩემპიონატშიც გამორჩეულია - 5 გოლი, 1 შედეგიანი პასი და მოპოვებული პენალტი.

altხვიჩას ამ გოლს 17 წელი ველოდით - "მარად პერსპექტიულობის" გარეშე და კვირტი ბრწყინვალე მტევნით...

altThe Sun: გაიცანით ხვიჩა კვარაცხელია, "ქართველი მარადონა", რომელიც რუსეთიდან "ნაპოლიში" გაქცევის შემდეგ სერია ა-ს გლიჯავს

მკითხველის კომენტარები / 34 /
პროგრესული ადამიანი (რუსი) და კარგი კომენტატორი. ხვიჩა კი უკვე ქინქლაძეზე მეტია
გიორგი
06 ოქტომბერი 2022 16:20
0
გაფიცებთ აღარ გახსოვთ უფროს თაობას მაინც? ქინქლაძე უფრო მარტივად ატყუებდა კაცს. ხვიჩა ამ კომპონენტში ოდნავ ჩამორჩება. (დარწმუნებული ვარ მალე გაასწრებს ხვიჩა ამ კომპონენტში). მაგრამ ქინქლაძისგან განსხვავებით ხვიჩა შრომისმოყვარე და უფრო თავმდაბალია. ქინქლაძეზე მეტად აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი (34 თამაშია ხვიჩას გადაბმული არ წაუგია) (ნეტა რამდენი ფეხბურთელი არსებობს ვისაც ამაზე მეტი ოფიციალურ შეხვედრაში არ დამარცხებულა). გიორგი ქინქლაძე დღემდე ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელია. მე ამით არ ვაკნინებ მის უზარმაზარ პოტენციალს. აშკარაა რომ უფრო დიდი ტალანტი იყო მაგრამ სამწუხაროდ გაფლანგა მისი შესაძლებლობები. მას შეეძლო ჩაწერილიყო ოქროს ასოებით ფეხბურთის ისტორიაში. ახლა ხვიჩას შეუძლია ამის გაკეთება და უნდა იშრომოს ბოლომდე. ღმერთი შენსკენ ხვიჩა
roma bejanidze
06 ოქტომბერი 2022 21:14
4
ანდრონოვი რუსეთის პრეზიდენტად!!!)
გიუშა
06 ოქტომბერი 2022 19:19
3
არანაირად არ შეიძლება გიორგი ქინქლაძის ნიჭის იგნორირება და მტკიცება, რომ კვარაცხელია ჯობს თუ პირიქით... ხომ გაგვიგია, ყველა ეპოქა თავისი შედევრებით ხასიათდება... ასე იყო ქინქლაძის და ასე არის ხვიჩას მაგალითიც... ორივე უდიდესი ტალანტის და შემოქმედების მქონე ფეხბურთელები (იყო და არის), უბრალოდ ქინქლაძე წარსულია, ხოლო ხვიჩა აწყმო და მომავალი, რომელსაც გაფრთხილება და განვითარება სჭირდება.
ვახო...
06 ოქტომბერი 2022 17:35
0
რატომღაც მგონია ქინქლაძეზე ვინც აგდებით საუბრობს, მოიცა რა ქინქიო ცოტა პატარა ასაკის არიან და საერთოდ არ ახსოვთ გიოს თამაში.... ვიღაცამ დაწერა ხვიჩა უფრო სწრაფი და ბურთთან კარგია და უფრო მეტი საფეხბურთო ინტელექტი აქვსო, აი აქ გამოჩნდა მისი საფეხბურთო ცოდნა და აზრი არ ქონდა პასუხის გაცემას იმიტომ რომ ზუსტად ეგენი იყო ქინქლაძის ძლიერი მხარეები, ქინქლაძეზე რომ მაგას იტყვი ბურთთან ვერ იყო, სწრაფი არ იყო და საფეხბურთო ინტელექტი არ ქონდაო ნუ საერთოდ უნდა შეწყვიტო იმ ადამიანთან ფეხბურთზე კამათი.... ხვიჩა არის ძალიან დიდი უკვე, ტექნიკაც აზროვნებაც სისწრაფეც და გამძლეობაც და მაგის გამო ვუყურებ ხოლმე ნაპოლის თამაშებს და ბოლო ხმაზე ვყვირი ხვიჩას გოლებზე და ჩემზე დიდი გულშემატკივარი ძალიან ცოტა თუ ეყოლება, მე აქ საუბარი მაქვს ვინც ქინქლაძეს აკნინებს ... ყველაზე მეტად ის მიკვირს თითქოს ქინქლაძე ვიღაც ზამბიელი იყოს, ბიჭო ორივე ქართველია და ორივეთი უნდა ვიამაყოთ რომ უცხოელები ასე საუბრობენ ჩვენს ფეხბურთელებზე კი არ უნდა დავიწყოთ მოიცა რააა რა ქინქი რაღა დროს ქინქლაძეაო... ინგლისელები დღესაც აღმაფრენით საუბრობენ ქართველზე და ჩვენ ქართველები ვაკნინებთ ჩვენივეს, ისევე როგორც ჩვენს სხვა ყოფილ ფეხბურთელებს. ქინქლაძეს კვარასნაირი მონდომება და თავდადება რომ ქონოდა ძალიან დიდი იქნებოდა აი ძალიან დიდი....... იმ დღეს ვუყურე მაგის ინტერვიუს და ასეთი რამ უპასუხა დღესაც კი ჟურნალისტს კითხვაზე არ გენატრება ფეხბურთის თამაშიო? და პასუხი... კი მაგრამ მეზარებაო!!! აი ზუსტად ეგ იყო მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ ითამაშა მაღალ დონეზე 1 სეზონზე მეტი
PIRLO
07 ოქტომბერი 2022 11:17
1
ქინქი იყო ქინქი და მისი დარი ძალიან ცოტაა მსოფლიოში. ბრაზილიელი ადრიანო იყო მასეთი კიდე, არ ვარჯიშობდა, ეკიდა, გულაობდა და რაც ითამაშა ფრინავდა ტიპი.ქინქიც ეგრე იყო, და რომ ევარჯიშა, შრომისმოყვარე და დაუზარელი რომ ყოფილიყო მერე ნახე მაგის ამბები. კვარა სხვა დონეა, ჯერ ცოტა დაბალი. მაგრამ თავმდაბლობა და სიბეჯითე ბევრს მიაღწევინებს
ირაკლი ვარძიელი
06 ოქტომბერი 2022 21:23
4
ადრეც დავწერე და ახლაც ვიმეორებ: ქინქლაძეს შემთხვევა ყველა ქართველ სპორტსმენს უნდა შეახსენონ. ეს არის უზადო თანდაყოლილი ნიჭის გაფლანგვა-განიავების კლასიკური მაგალითი. იმედი მაქვს, არც ერთი ქართველი ფეხბურთელი ამ გზას არ გაივლის
გუგა
06 ოქტომბერი 2022 23:25
0
ქინქლაძეს კვარამ რა თქმა უნდა აჯობა, მაგრამ ქინქისაც რომ კვარასნაირი სპორტული ჟინი ჰქონოდა და მაგდენი რომ ევარჯიშა მესის ტოლს არ დაუდებდა
ტიპი
06 ოქტომბერი 2022 17:07
3
ასიანი ხარ ძმა!!!ქინქი ზარმაცი იყო,გოლის აღნიშვნაც კი ეზარებოდა)ხვიჩა მუღამიანია და ღმერთმა ხელი მოუმართოს
გიუშა
06 ოქტომბერი 2022 19:18
1
მაგარი კაცია ანდრონოვი ! ბევრი ანდრონოვი რუსეეთს !!!DD
zura222
06 ოქტომბერი 2022 17:21
0
არასწორია კვარას ქინქლაძესთან შედარება. კვარას უფრო მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს, უფრო ძლიერია და სწრაფი. ბურთთანაც კი უკეთესია, მიზანდასახულობაზე და პროფესიონალიზმზე რომ არაფერი ვთქვათ.
არტ
06 ოქტომბერი 2022 18:29
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული