ქინქლაძის თამაში კვარაცხელიას მსგავსად უკვირდათ - ცნობილი რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებას ვერავინ მალავს - საქართველოში, იტალიაში, რუსეთში... ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"2022 წელს ფეხბურთს ისე ვეღარ ვუყურებ, როგორც ადრე. არანაირი ემოცია, მუხტი... და არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები. თუმცა, რასაც ხვიჩა კვარაცხელია ქმნის, შეუძლებელია, არ შეიმჩნიო და არ დააფასო.

Sportall.Ge

მახსოვს, 90-იამ წლებში, ინგლისელებს გიორგი ქინქლაძის თამაში როგორ უკვირდათ, მათ უბრალოდ არ ენახათ მსგავსი რამ. იგივეა ახლაც, "კვარადონაზე". ის კარლსონივითაა, გაფრინ
და და ჩვენ აქ დავრჩით, შორიდან ვუყურებთ."

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე, "აიაქსის" წინააღმდეგ, სადებიუტო გოლი გაიტანა და საგოლე პასიც (უკვე მეორე) გააკეთა, წინა მატჩში კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. ქართველი გარემარბი იტალიის ჩემპიონატშიც გამორჩეულია - 5 გოლი, 1 შედეგიანი პასი და მოპოვებული პენალტი.

altხვიჩას ამ გოლს 17 წელი ველოდით - "მარად პერსპექტიულობის" გარეშე და კვირტი ბრწყინვალე მტევნით...

altThe Sun: გაიცანით ხვიჩა კვარაცხელია, "ქართველი მარადონა", რომელიც რუსეთიდან "ნაპოლიში" გაქცევის შემდეგ სერია ა-ს გლიჯავს

მკითხველის კომენტარები / 34 /
პროგრესული ადამიანი (რუსი) და კარგი კომენტატორი. ხვიჩა კი უკვე ქინქლაძეზე მეტია
გიორგი
16:20 06-10-2022
0
გაფიცებთ აღარ გახსოვთ უფროს თაობას მაინც? ქინქლაძე უფრო მარტივად ატყუებდა კაცს. ხვიჩა ამ კომპონენტში ოდნავ ჩამორჩება. (დარწმუნებული ვარ მალე გაასწრებს ხვიჩა ამ კომპონენტში). მაგრამ ქინქლაძისგან განსხვავებით ხვიჩა შრომისმოყვარე და უფრო თავმდაბალია. ქინქლაძეზე მეტად აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი (34 თამაშია ხვიჩას გადაბმული არ წაუგია) (ნეტა რამდენი ფეხბურთელი არსებობს ვისაც ამაზე მეტი ოფიციალურ შეხვედრაში არ დამარცხებულა). გიორგი ქინქლაძე დღემდე ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელია. მე ამით არ ვაკნინებ მის უზარმაზარ პოტენციალს. აშკარაა რომ უფრო დიდი ტალანტი იყო მაგრამ სამწუხაროდ გაფლანგა მისი შესაძლებლობები. მას შეეძლო ჩაწერილიყო ოქროს ასოებით ფეხბურთის ისტორიაში. ახლა ხვიჩას შეუძლია ამის გაკეთება და უნდა იშრომოს ბოლომდე. ღმერთი შენსკენ ხვიჩა
roma bejanidze
21:14 06-10-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული