სკანდალურ მატჩთან დაკავშირებით, ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო - კილაძეს სამსაჯო საქმიანობა წლის ბოლომდე აეკრძალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ოქტომბერს ეროვნული ლიგა 3-ის 25 ტურის შეხვედრაში, რომელიც "მეშახტესა" და "კოლხეთს" შორის გაიმართა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა თეიმურაზ კილაძემ რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. 

დღეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა. ცნობილი ხდება, რომ წლის ბოლომდე კილაძეს სამსაჯო საქმიანობა აეკრძალა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილებამ 27 ოქტომბერს გამართული ლიგა 3-ის 25 ტურის მატჩში "მეშახტესა" და "კოლხეთი 1913"-ს შორის მსაჯთა ბრიგადის მუშაობის შესახებ იმსჯელა.

მსაჯთა დამკვირვებლებმა აღნიშნულ მატჩში პირველი კატეგორიის მსაჯის, თეიმურაზ კალაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განიხილეს.

მსაჯთა დამკვირვებლების გადაწყვეტილებით, თეიმურაზ კალაძეს სამსაჯო საქმიანობა მიმდინარე წლის სეზონის დასრულებამდე აეკრძალა.

მიხეილ მაზიაშვილი, მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებლების განყოფილების ხელმძღვანელი:

„მსაჯთა საქმიანობისა შეფასება ჩვენი განყოფილების მიერ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. მსაჯები შეფასებას მათ მიერ კონკრეტულ მატჩში მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით იღებენ. ლიგა 3-ის 25-ე ტურის მატჩში მსაჯთა დამკვირვებლისგან მიღებული დაბალი ნიშნისა და მატჩის განხილვის შემდეგ, მსაჯთა განყოფილების გადაწყვეტილებით, თეიმურაზ კალაძე წლის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია" - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

altმსაჯის საეჭვო მოქმედებები საქართველოს ჩემპიონატში - ეს მხოლოდ ქართულ ფეხბურთს დააზარალებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჰოლანდიაში ორი რთულ გვარიანი მსაჯია ჰაჰა 5-6 ჯარიმა მარტო მაგათ თამასში ვარიც კი ვერ უბედავს მიდი გადაამოწმეო გარიგებული რო იყო ფაქტია ხუთ კაცში ბურთი ვის მოხვდა ბოლოს შეიძლება აგერიოს მარა პირველი ეპიზოდი კაი მარა მეორეზე ჯარიმას რო ნიშნავს მხოლოდ ეგეთი ჯარიმა საწითლეა აი მანდ დაიწვა
ნოდო
22:01 29-10-2022
1
გადაწყვეტილებაში წერია "მიმდინარე წლის სეზონის დასრულებამდე", ნუ ახლა სამსაჯო კოლგიას ქართულის ცოდნა რაში სჭირდება, მაგრამ ეტყობა იგულისხმება ლიგა-3-ის წლევანდელი გათამაშების ბოლომდე. თუ ასეა, 25 ტური უკვე ნათამაშებია და სიკერვეი.ქომ მიხედვით კიდევ 5 ტური დარჩა. ანუ 5 მატჩით მისცეს დისკვალიფიკაცია, მაგრამ "ძაან მკაცრი" რომ გამოჩენილიყო, მოიგონეს რაღაცა უცნაური ფორმულირება.

ამასთან, ცხრილში ასეთი ამბები ყოფილა, კოლხეთი 58 ქულა; დინამო-2 55 ქულა; არაგვი 52, შემდეგი 10 ქულით ჩამორჩება. და ეს 3 გუნდი უკვე დიდი ხანია ყველა მატჩს იგებს, ანუ ეტყობა გადმოსვლა სამივეს ძალიან უნდა და ქართულ-ჯიგრულ და არც ისე ჯიგრულ მეთოდების გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია მანდ.
სიმართლის მოყვარული
21:41 29-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული