ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მესამე შეხვედრას თბილისში გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიას დაუპირისპირდება.

ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა ვენაში 6:2 მოიგო. ამ დროისთვის ჯგუფს 6 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს. ავთანდილ ასათიანის გუნდი მატჩისთვის მოსამზადებელ ეტაპს 5 ნოემბერს იწყებს, 8 ნოემბერს ჩვენი გუნდი ღია ვარჯიშს გამართავს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი, საქართველო), ალექსანდრე ჯამბურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო)

წინა ხაზი: ირაკლი
თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი, საქართველო) გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ბინიო (ოსასუნა, პამპლონა, ესპანეთი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), თალესი (ალ-იარმუკი, ქუვეითი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი)

საქართველო - ავსტრიის მატჩი 9 ნოემბერს, 19 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული