შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდი საერთაშორისო კორპორატიული თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდმა ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა.

ჩემპიონატი თურქეთში, ქალაქ ანტალიაში ჩატარდა.

გამარჯვებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები და თანამშრომლები დახვდნენ.

საფეხბურთო გუნდი "პატრული" ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებული ტურნირის ფინალში გავიდა და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის გუნდს, YAPI KREDİ-ს დაუპირისპირდა.

ქართველმა სამართალდამცველებმა თურქი მეტოქეები დაამარცხეს ანგარიშით - 7:0 და საერთაშორისო კორპორატიული თასი მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდი არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

წყარო:
შინაგან საქმეთა სამინისტროს "ფეისბუქგვერდი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ, გილოცავთ გამარჯვებას!
ლაშა
12:28 08-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული