საქართველო - ავსტრია | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მესამე მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიას დაუპირისპირდება.

მეინ-რაუნდის მეორე საშინაო შეხვედრისთვის მზადების ფარგლებში, საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა, საბოლოო განაცხადი კი 14 მოთამაშისგან დაკომპლექტდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა შეხვედრის მასპინძელ დარბაზში, თბილისის სპორტის სასახლეში ივარჯიშეს.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენი გუნდისთვის. მოგების შემთხევაში 99 პროცენტით ვინაღდებთ ელიტ-რაუნდში გასვლას. ცხრილიდან გამომდინარე, ვეთამაშებით ჯგუფის აუტსაიდერს, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს.
მთელი გუნდი მაქსიმალურად მოტივირებული ვართ. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და მხოლოდ სამი ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა შეხვედრა 9 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს "სილქ უნივერსალის" და სფფ-ის YouTube-არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი, საქართველო), ალექსანდრე ჯამბურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი, საქართველო) გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ბინიო (ოსასუნა, პამპლონა, ესპანეთი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), თალესი (ალ-იარმუკი, ქუვეითი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი)

9 ნოემბერი | თბილისის სპორტის სასახლე | 19:00

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული