2022 - კვარაცხელიადან მესიმდე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე...

AutoSharing Option
უკვე დასრულების გზაზე მყოფ 2022 წელს თან სდევდა რუსეთ-უკრაინის ომის სევდა, ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა და უსახლკაროდ დატოვება (რაც ახლაც გრძელდება). რუსული სპორტი (მცირე გამონაკლისის გარდა) თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ნებისმიერ სპორტულ ბედნიერებას ომის ამბავი ლაიტმოტივად გაჰყვებოდა...

Sportall.Ge

არსებული ვითარების გამო რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს საშუალება მიეცათ, კლუბებთან კონტრაქტის შეჩერებით ესარგებლათ. "რუბინის" ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ ეს უფლება გამოიყენა და ბათუმის "დინამოში" ითამაშა, შემდეგ კი ბოლო წლებში მომწიფებული ევროპული ტრანსფერი უფრო მარტივად განხორციელ
და და კვარაცხელია "ნაპოლიში" ვიხილეთ. ამას ხვიჩას ძალიან სწრაფი ადაპტაცია მოჰყვა და მან მალე მთელი ევროპის ალაპარაკება შეძლო. ასე რომ, 2022 წელი შეგვიძლია ქართული ლეგიონის უმაღლეს დონეზე კვლავ გაბრწყინებისა და ჩვენი ფეხბურთის საერთაშორისო პრეზენტაციის წლად ჩავთვალოთ - ჩემპიონთა ლიგაზე ხომ 17 წლის შემდეგ გავიტანეთ...

Sportall.Ge

2022 წელს მნიშვნელოვანი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წაუგებელი სერიაც იყო. უკვე ფაქტია, რომ "ერთა ლიგა" საჩვენო ტურნირია და აქ თამაში კარგად გამოგვდის. მთავარია, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ახლა მაინც შევაბიჯოთ. მნიშვნელოვანია, რომ მეტოქეებს, რომლებმაც ბოლო წლებში გული არაერთხელ დაგვწყვიტეს (ჩრდ. მაკედონია და ბულგარეთი), შესაბამისი რევანში ავუღეთ...

Sportall.Ge

წლის ბოლოს ასპარეზზე ყველაზე დიდი საფეხბურთო შეჯიბრება, მსოფლიო ჩემპიონატი გამოვიდა. კატარში კარგი ტურნირი ვიხილეთ - ორგანიზებულობაც მაღალ დონეზე იყო და მოთამაშეების ფორმაც მშვენიერი. საბოლოოდ, ყველაფერი თითქოს ძალიან ლოგიკურად დასრულდა - ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია! გენიალურმა ფეხბურთელმა სანუკვარ მიზანს კარიერის ბოლოს მაინც მიაღწია. მესიმ ერთგვარად დაასრულა ეპოქა, რომელიც შთამბეჭდავია და გარკვეული დროის შემდეგ მას უკეთ გავიაზრებთ...

წლის ბოლოს პრობლემებზე მეტად სურვილებზე საუბრობენ. 2023 წელი კიდევ უფრო სხვა ასპარეზზე უნდა ავიდეს. თუნდაც იმიტომ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სკუდეტოსკენ უნდა გაიწიოს; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება (თანამასპინძლობა) ისაა, რაც ასე მნიშვნელოვანია და წარმატებისთვისაც ყველაფერი უნდა გავიღოთ; საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება და პოზიტიური მოლოდინები აქაც გვაქვს...

გასულ წელს სათქმელი კიდევ უფრო მეტია, თუმცა 2023-ში დასაწერიც, საყურებელიც და საზეიმოც გაზრდილი უნდა იყოს!..

altთქვენ ამას არ ელოდით - რუსები პოლიტიკის რანგში აყვანილ სპორტში მაგრად დასაჯეს!

altსიომინი: კვარაცხელია მარადონას არ ჩამოუვარდება

altმესი პელესა და მარადონას გვერდით - დიდი მოწყენილობის შიში...

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც გაალამაზა წელი ხვიჩამ
არჩილი
12:00 28-12-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული