თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამო" "ცრვენა ზვეზდსთან" 2:3 დამარცხა.
აქამდე "დინამო" "დნიპრო 1"-ს დაუზავდა (3:3), პლოვდივის "ლოკომოტივს" სძლია (2:0), დღეს კი ბელგრადულ გუნდთან წააგო, რომლის რიგებში 61-ე წუთზე როდიჩის ნაცვლად შეცვლაზე ირაკლი აზაროვი შევიდა.
ამით "დინამომ" პირველი შეკრება დაასრულა, მეორე შეკრებას სამ დღეში დაიწყებს და შემდეგ საკონტროლო შეხვედრას 28 იანვარს "ლუდოგორეცთან" გამართავს.
ანტალია. "კალისტა"
ცრვენა ზვეზდა - დინამო 3:2
გოლები: 1:0 პეშიჩი (31), 1:1 იმრანი (34), 1:2 გონსალვეში (37), 2:2 პეშიჩი (54), 3:2 ივანიჩი (75)
დინამო: კუტალაძე, მალი, ლაცაბიძე, ტაბიძე, კობოური, მექვაბიშვილი, სიგუა, იმრანი, გონსალვეში, კამარა, სხირტლაძე
შეცვლაზე შევიდნენ: კერესელიძე, მაქაცარია, კალანდაძე, ხვადაგიანი, მოისწრაფიშვილი, იობაშვილი, ოსიყმაშვილი, ოსეი, კირკიტაძე, პარკაძე, უგრეხელიძე, მარუშიჩი, ოდიშარია