თბილისის "დინამომ" "ლევადიას" 1:0 მოუგო

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე დინამოელებმა მეშვიდე ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელშიც ტალინის "ლევადიას" დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს მეტოქე.

შეხვედრა მთლიანად თბილისელეთა უპირატესობით წარიმართა და ანგარიშში სხვაობა უფრო სოლიდური შეიძლებოდა ყოფილიყო. ორივე ტაიმში დინამოელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს ესტონელთა კართან. საბოლოოდ კი გოლი მხოლოდ 79-ე წუთზე გავიდა, ზუსტი დარტყმით ჩვენი გუნდის კაპიტანი დავით სხირტლაძე გამოირჩა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თურქულ შეკრებაზე ბოლო მატჩს ხვალ, თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე, ლატვიის ვირსლიგის მეორეადგილოსანთან - "რიგასთან" ჩაატარებს.

დინამო 1:0 ლევადია

დინამო: კერესელიძე, მალი, ნზაბა, ხვადაგიანი,
კობოური, მექვაბიშვილი, ოსიყმაშვილი, გონსალვეში (კამარა 35), ოდიშარია, იმრანი, მარუშიჩი

მეორე ტაიმში შევიდნენ: კუტალაძე, კალანდაძე, სხირტლაძე, მოისწრაფიშვილი, ტაბიძე, პარკაძე, უგრეხელიძე, ლაცაბიძე, სიგუა

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული