საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრების საწვრთნელი შეკრება

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები თბილისში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება.

ლავრენტი დავითაშვილის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის "ბ" დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. შეკრება 3 მარტამდე გაგრძელდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 4-11 აპრილს, სკოპიეში შედგება. საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას, ისრაელს და გიბრალტარს დაუპირისპირდება. სკოპიეში გამგზავრებამდე გოგონათა ასაკობრივი ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა საწვრთნელ შეკრებაზე:

მეკარეები: ლიკა ცუხურკაიძე (კვარტალი, თბილისი), მარიამ ჭრიკიშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი)

დაცვა: ლიზი ჯგუშია (ნორჩი დინამო, თბილისი), ნინო ჯგუშია (ნორჩი დინამო, თბილისი), ლიკა ქობალავა (კოლხეთი,
ხობი), ელენე ენჯიბაძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), დიანა ბაქრაძე (ნორჩი დინამო, თბილისი)

ნახევარდაცვა/შეტევა: მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი, თბილისი), რუსუდან მანაგაძე (გორი იუნაიტედი), ანა პავლიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი), ელენე კახნიაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), მარიამ მამნიაშვილი (კვარტალი, თბილისი), ელენე ჩიქოვანი (კვარტალი, თბილისი), ლიზი გუგეშაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი)

nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული