SassuoloNews: სერია A-ში შეიძლება კიდევ ორი ქართველი ტალანტი ვიხილოთ

AutoSharing Option
SassuoloNews-ი იტყობინება, რომ სერია A-ში შეიძლება კიდევ ორი ქართველი ვიხილოთ.

გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ჩინებულმა თამაშმა ქართველი ტალანტებისადმი დაინტერესება გამოიწვია და "სასუოლომ" ყურადღება თბილისის "დინამოს" ორ წევრს მიაპყრო, რომლებიც 2001 წელს არიან დაბადებული - ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი.

ზაფხულში "სასუოლოს" სავარაუდოდ მაქსი ლოპესი და დავიდე ფარტეზი დატოვებენ და არაა გამორიცხული ქართველები კლუბის ახალი პროექტის ნაწილი გახდნენ.

SassuoloNews-ი აღნიშნავს, რომ მექვაბიშვილი ცენტრალური ნახევარმცველია, დადებითად ახსიათებენ, გუნდის გაძლიერება შეუძლია, თუმცა სხვა იტალიური კლუბებიც აკვირდებიან და "სასუოლოსთვის" მისი ხელში ჩაგდება ადვილი
არ იქნება. რაც შეეხება მოისწრაფიშვილს, შემტევი ნახევარმცველია, ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია და ორი დინამოელის ტრანსფერზე "ნეროვერდი" მუშაობას იწყებს, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები არ გამართულა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
მგონი ამ ბიჭების გვარები უფრო რთული გამოსათქმელია :)) გადაირევიან იტალიელები :))
odala
00:05 13-03-2023
2
Imedia chorebi ar aris...warmatebebi bichebs.
Givi
22:08 12-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული