"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...

AutoSharing Option
"გურია NEWS"-ის ინფორმააცით, ლანჩხუთის "გურიას" სტადიონზე, სადაც ამჟამად მხოლოდ აღმოსავლეთ ტრიბუნა ფუნქციონირებს, ფონდი "ქართუს" ინივიატივით, მალე დასავლეთ ტრიბუნაც აშენდება. გამოცემა ამ თემაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ბესიკ ტაბიძის კომენტარს აქვეყნებს:

"არ მინდა, ამ თემაზე წინასწარი საუბრები. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იყვნენ ჩამოსულები, ნახეს, კონკრეტულ ვადებს ვერ გეტყვით, როდის დაიწყება სამუშაოები და როდის იხილავს გულშემატკივარი რეაბილიტირებულ სტადიონს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამას დიდი ხანი არ დააგვიანდება. პირობა ძალაშია და ლანჩხუთის "გურიაც" აუცილებლად დაიბრუნებს ძველ დიდებას."


Sportall.Ge

ცნობილია, რომ ფონდმა "ქართუმ" გასულ
წლებში არენის მშენებლობა 500 ათასი ლარით უკვე დააფინანსა. შეგახსენებთ, საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში, 22 ათას მაყურებელზე გათვლილ განახლებულ და სავსე სტადიონზე "გურიამ" მოსკოვის "სპარტაკს" უმასპინძლა. ლანჩხუთის მოსახლეობა 9021 ადამიანს შეადგინდა, შეხვედრას კი 2,5-ჯერ მეტი გულშემატკივარი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის სტადიონი პირველი იყო, საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში, რომელიც იმ პერიოდისთვის ტრადიციული, ოლიმპიური არენა არ იყო და წმინდა საფეხბურთო იერს ატარებდა. 

ერთ დროს სახელოვანი კლუბი ამჟამად ეროვნული ლიგა 3-ში გამოდის, სადაც სეზონი სტარტს მალე აიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, "გურია" ახლო წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, დავით დიღმელაშვილმა უნდა გაწვრთნას, ასისტენტობას კი ალექსანდრე კოშკაძე გაუწევს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ახლახან დაასრულა. კლუბს დიდი მიზნები აქვს, რაც შემდეგ სეზონში აღზევებას გულისხმობს.

altლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება

altლანჩხუთის "გურიას" ყოფილმა მწვრთნელმა დაბომბილი სუმი არ დატოვა - "საკუთარ მიწაზე თავს უკეთ გრძნობს"

altმარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია

მკითხველის კომენტარები / 5 /
თქვენი შიშით ვერაფერი უნდა გაკეთდეს ?
beqa-ს
01:14 18-03-2023
5
წავიდა გურულების მოსყიდვა")) გავა დრო და აფერი იგივე
beqa
22:53 17-03-2023
34

სიახლეები პოპულარული