19 წლამდე გოგონათა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის "ბ" ლიგის მეორე რაუნდის პირველი მატჩი გამართა.

ლავრენტი დავითაშვილის გუნდი სკოპიეში ჯგუფის მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:4 დამარცხდა.

მეორე შეხვედრას ჩვენი გუნდი 7 სექტემბერს, ისრაელის ასაკობრივ ნაკრებთან გამართავს. 10 სექტემბერს საქართველოს ნაკრები გიბრალტარის 19-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება. "ა" ლიგაში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადაინაცვლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული