ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. ტალინში ჩატარებული მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდის გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში სიმი საიოტიმ დააწინაურა. ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე ბრუნო პეტრიმ გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში ეროვნულ ნაკრებში გატანილი სადებიუტო გოლით გიორგი ჩიმაკაძემ დააფიქსირა.

ესტონეთის და საქართველოს ნაკრებთა მეორე ამხანაგური შეხვედრა ტალინში 14 აპრილს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), შოთა თოფურია (ნიუ
ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), სიმი საიოტი (ელექტრიკო, პორტუგალია), ბრუნო გომესი (აპოსტოლი, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი) ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), გიორგი ქურდაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი, საქართველო), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი, საქართველო)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული