ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი იტალია და არამხოლოდ აალაპარაკა. ამან ქართულ ფეხბურთზე ბევრი სხვაგვარად დააფიქრა. ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი გაიზარდა - იხსნება ცნობილი კლუბების აკადემიები, აქაური მოთამაშეების მიმართ სატრანსფერო ინტერესებზე აქტიურად წერენ...
SPORTALL.GE საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ. 24 წლის გიორგი ლაზარაშვილი ტურინის "იუვენტუსის" ლონდონის აკადემიაში მოღვაწეობს და უკვე საკმაოდ ბევრი წარმატებაც აქვს. მას ბრიტანეთში დავუკავშირდით და ვფიქრობთ, ბავშვთა ფეხბურთის მიმართ საყურადღებო და მნიშვნელოვანი მოსაზრებები გაგვიზიარა...
SPORTALL.GE საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ. 24 წლის გიორგი ლაზარაშვილი ტურინის "იუვენტუსის" ლონდონის აკადემიაში მოღვაწეობს და უკვე საკმაოდ ბევრი წარმატებაც აქვს. მას ბრიტანეთში დავუკავშირდით და ვფიქრობთ, ბავშვთა ფეხბურთის მიმართ საყურადღებო და მნიშვნელოვანი მოსაზრებები გაგვიზიარა...
ხანმოკლე კარიერა
- ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. საბედნიეროდ, 13 წლის ასაკიდან ინგლისში წასვლის შესაძლებლობა მომეცა და
ლონდონის "არსენალის" მოსამზადებელი გუნდის წევრი ვიყავი. ყველაფერი ჩრდილოეთ ლონდონშივე გაგრძელდა და "ტოტემჰემში" სარეზერვო გუნდთან ერთადაც კი ვვარჯიშობდი. სამწუხაროდ, იმ სიმძიმის ტრავმა მივიღე, იძულებული გავხდი, კარიერის განახლებაზე უარი მეთქვა...
ლონდონიდან "იტალიურ" ლონდონში...
- სამწვრთნელო კურსების გავლაც "არსენალში" დავიწყე. ამჟამად კვლავ ლონდონში ვმოღვაწეობ, ოღონდ ტურინის "იუვენტუსის" აკადემიის (Juventus Academy London) მთავარი მწვრთნელი ვარ. 8-9 წლის ბავშვებთან ერთად ტიტულები მოვიგე, შემდეგ კი 11-12 წლამდელებთან ერთად Juventus Academy World Cup-სა და Junior Premier League-ზე გავიმარჯვეთ. მაქვს Sport Science სერთიფიკატი (Sport Development and Coaching Degree). უახლოეს მომავალში ვაპირებ სამაგისტრო ნაშრომის დაცვას (Performance Analis-ში).
მიუხედავად საკმაოდ პატარა ასაკისა, კლუბის მხრიდან მაქვს სრული ნდობა, გავხდე "იუვეს" აკადემიების წარმატების ერთ-ერთი გასაღები როგორც ინგლისში, ასევე სხვა ქვეყნებში...
რეკომენდაციები სამშობლოსთვის...
მგონია, რომ საქართველოში სპორტის პოპულარიზება ადრეულ ასაკშივე მეტად უნდა მოხდეს. სკოლიდანვე უნდა ისწავლებოდეს, როგორ გავუფრთხილდეთ საკუთარ ორგანიზმს და მენტალურად ჯანმრთელები ვიყოთ. სწორედ ამის არარსებობის გამოა, ბავშვებს უჭირთ დაადგინონ, თუ რა ხდება მათი ტრავმის მიზეზი. ამ საკითხზე მუდმივად სამწვრთნელო შტაბსა და გუნდის ექიმებზე დამოკიდებული ვერ იქნები...
იტალიური გაკვეთილი
- "იუვენტუსს" თავისი მეთოდოლოგია აქვს. ბავშვებს 5 წლის ასაკიდან ასწავლიან ბურთთან ურთიერთობას, კოორდინაციასა და დისციპლინას. 9-დან 12 წლამდე ხდება ტექნიკურ ელემენტებსა და ასპექტებზე მუშაობა, ამის შემდეგ კი ფოკუსი მთლიანად ფიზიკურ მომზადებაზე გადადის.
ჩვენს კლუბს აკადემია 60-ზე მეტ ქვეყანაში აქვს. ვცდილობთ, ოცნება მაქსიმალურად ბევრ ბავშვს ავუხდინოთ. ჩვენი სისტემა ძალიან გამართულია.
კვარაცხელია და ქართველი ბავშვები
მინდა, თითოეულ ქართველ ბავშვს წარმატება ვუსურვო. ხვიჩა კვარაცხელიამ მათი ოცნებები უფრო ცხადი და ასრულებადი გახადა, ფეხბურთისადმი სიყვარული და რწმენა გაუღვივა. მათ უბრალოდ კეთილი
რჩევას მივცემ - განათლება მიიღონ და საკუთარ თავზე მეტად იმუშაონ. თანამედროვე ფეხბურთში განათლების ფასი დიდია!..
"ნაპოლი" ზეიმობს - ხვიჩას რთული არჩევანი, "კვარადონას" დილემა და გულშემატკივართა "პრეტენზიები"...
"ხვიჩას ეს უნიკალური თვისება აქვს" - ტოტიმ კვარაცხელია და ლეაო შეადარა
კარგად ცხოვრობს 50მილიონიანი ქვეყანა,არ შიათ და უჭირთ და ისინი რო 11 კაცს უკეთ გამონახავენ ვიდრე 3 მილიონიანი მშიერი ხალხი გასაკვირია და ფილოსოფიის ამბავია ეგ?
ეგ ის ხალხი არ არის რომლების ჩემპიონატებს საყურებელს სამხრეთ ამერიკელი და აფრიკელი ლეგიონერები რო ხდიან?
თუ ასე არაა უყურეთ მაშინ სუფთა ბრიტანულ სუონსი-ჩარლტონს თუ მოგეწონებათ.
ან ბუნდესლიგა რა საყურებელია ლეგიონერების გარეშე სუფთა ვირების დოღი იქნებოდა,არაფრით უკეთესი რუსეთის ჩემპზე.
მალე აქეთ არ ჩამოვიდნენ დინამოს აკადემიის ფილოსოფიის გადასაღებად
ერთმა სკოლამ გაზარდა 10წელიწადში ამდენი საერთაშორისო დონის ფეხბურთელი-აბა შეედაროს პროცენტულად რომელიმე ევროპული აკადემია გინდაც ბაიერნის იყოს