ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
2 მაისს, უეფას ახალი სანაკრებო ტურნირის, ქალთა ერთა ლიგის პირველი, 2023/24 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები C ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც თურქეთის, ლუქსემბურგის და ლიეტუვის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. მატჩების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ქალთა ერთა ლიგა | ჯგუფი C2

თურქეთი
ლუქსემბურგი
ლიეტუვა
საქართველო

C ლიგა 5 ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი-ოფში B ლიგაში მესამე ადგილზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

უეფას ქალთა ერთა ლიგის
პირველ გათამაშებაში 51 ევროპული ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. პირველი ეტაპის მატჩები 2023 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფინალური ეტაპი და პლეი-ოფის მატჩები თებერვალში შედგება.

2024 წლის გაზაფხულზე ერთა ლიგის მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც 2025 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის შანსი ყველა ლიგაში მოთამაშე ნაკრებს ექნება.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები
0

სიახლეები პოპულარული