სად ითამაშებს ჩაკვეტაძე - თბილისის "დინამო", როგორც მოკლევადიანი გამოსავალი?!

AutoSharing Option
გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ "სლოვანთან" ხელშეკრულებები გაახანგძლივეს, გიორგი ჩაკვეტაძემ კი ვლადიმირ ვაისის გუნდი სეზონის ბოლოს უნდა დატოვოს, თუ ბრატისლაველები მას არ გამოისყიდიან. ქართველი ნახევარმცველი ბოლო დროს მშვენივრად ათამაშდა, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის ნდობა მოუხდა, თუმცა ძველებური ფორმის დასაბრუნებლად ჯერ დიდი გზის გავლა მოუწევს.

მოგეხსენებათ, "ჩაკვე" "გენტს" ეკუთვნის და იჯარის ვადა 30 ივნისს ეწურება. გიორგის სატრანსფერო ფასი 2.2 მილიონი ევროა. ბელგიური კლუბი მას იოლად არ დათმობს, სლოვაკებისთვის კი ამხელა სატრანსფერო ფასის გადახდა მარტივი არ იქნება. იმასაც შეგახსენებთ, "გენტს" და მის
თავკაც ვანჰეზერბრუკს
ჩვენებურთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები არ აქვს და მანამდე ის გერმანულ "ჰამბურგში" ჰყავდათ განათხოვრებული. სპეციალისტი ბოლოს ამბობდა, რომ ქართველი ნახევარმცველის მუშაობითა და მონდომებით კმაყოფილი იყო, მაგრამ მას დროს მაინც არ აძლევდა.

ტრავმის შემდეგ, ჩაკვეტაძეს ბელგიურ კლუბში ყველაფერი აერია. მკურნალობის გზების, მეთოდებისა და დროის არასწორად შერჩევამ ტალანტს, რომელმაც მანამდე "ერთა ლიგაზე" იფრინა, ბევრი დააკარგვინა. ახლა მაინც უნდა მოხდეს სწორი პოზიციის დაკავება და თუკი ბელგიელებს მომავალი მასთან ერთად ვერ წარმოუდგენიათ (ეს ასეცაა), ახალი გუნდის შერჩევა ძალიან გააზრებულად და აუცილებელი გარანტიების მიღებით მოხდეს.

Sportall.Ge

ჩაკვეტაძე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. თუკი ის ადრე მარცხენა ფლანგიდან ძალიან აქტიური და შედეგიანი გვახსოვს, ვაისის გუნდში პლეიმეიკერის ფუნქციებს ითვისებს, ბურთსა და საკუთარი გუნდის თამაშს აკონტროლებს და შემტევები სახიფათო პოზიციებზე გაჰყავს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ თქვა, რომ "ჩაკვეს" დრო იმის გამო არ მისცა, მას ამ ეტაპზე დაცვასა და შეტევაში თანაბრად თამაში არ შეუძლია, თუმცა ფრანგი სპეციალისტის მხრიდან მის მიმართ თანადგომას ვხედავთ. გიორგის "ჯვაროსნების" მაისურით 7 გოლი აქვს გატანილი და უმეტესი მათგანი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იყო.

სტატისტიკურად, ქართველი ნახევარმცელის სლოვაკური მონაგარი ერთი მხოლოდ გოლი და 4 საგოლე პასია. მეტოქის კარის აღების შემდეგ ის "სლოვანისთვის" ტრადიციულ, გულშემატკივრების ლუდით გამასპინძლების აქციაში ჩაერთო. მისი თამაში უფრო საინტერესო და აზრიანია, ვიდრე ეს მწირი მონაცემები.

სად შეიძლება ითამაშოს გიორგიმ? - თავდაპირველად, შესაძლოა იმ აზრმა გაგვიელვოს, რომ ევროტურნირებზე რომელიმე ქართულ კლუბს შეუერთდეს. ეს რომ დავუშვათ, ამის შანსი მხოლოდ მის მშობლიურ თბილისის "დინამოში" იქნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს. "გენტში" დაბრუნებას, რომელიც კონფერენს ლიგაზე გასვლას ცდილობს, ეს ნამდვილად სჯობს. ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, "სლოვანთან" იჯარის ამოწურვამდე შესაძლო ვარიანტებზე ბევრი მუშაობა იყოს. ამ საქმეში გიორგის საფეხბურთო მენეჯერთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარების იმედიც გვაქვს. ვიცით, რომ ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუეში" ალექსანდრე იაშვილის ჩართულობით ჩაირიცხა.

30 ივნისს მოუთმენლად დაველოდებით...

altკაშიამ და კანკავამ "სლოვანთან" ხელშეკრულებები გააგრძელეს

alt" რა დღეები გვაქვს გადატანილი, ყინვაში, სიცივეში... ვარჯიშზე მოსკოვის გამზირიდან დავდიოდით და გზაში ლამის 2 საათი გვჭირდებოდა" - ინტერვიუ ჩაკვეტაძის დედასთან

მკითხველის კომენტარები / 20 /
მისმა აგენტმა გახოკიძემ სარბიელის პოდკასტში თქვა რომ მაგ 5 წელს შემდეგ 2 დაემატა

თავისუფალი რომ ხდებოდეს, მაშინ სლოგანი დაიტოვებდა
Givi-ს
11 მაისი 2023 13:19
0
რა მენეჯერის ? ამას საერთოდ ყაავს მენეჯერი ?? გამოუძებნოს თუნდაც საშუალო ძალის მდიდარი გუნდი რომლისთვისაც 2 მილიონის გადახდა არაფერი განსაკუტრებული არ იქნება და მოაშოროსც იმ დაწყევლლ გენტს @ და თუ მაგის შნო არა აქვს მაშინ ჩაერთოს იაშვილიც კობიაშვილიც მუჯირიც კალაძეც და გამოიყენონ ძველი და ახალი კავშირები !
zura222
11 მაისი 2023 12:42
6
ბიჭს უნდა შველა, ჩვენი, საქართველოს შვილია.
ფეხბურთის ძველი გულშემარკივარი, ავთო ჭკუასელის დროიდან.
11 მაისი 2023 20:28
1
Tranfermaketze 2023 wlis 30 ivnisamde aqvs genttan kontraqti da es imas nishnavs, rom am zafxulshi tavisufali agenti xdeba.
Givi
11 მაისი 2023 12:29
1
კი მაგრამ რით ვერ დაუმთავრდა კონტრაქტი ამ გენტთან.სამუდამო გაუფორმეს ნიჭიერმა აგენტებმა?18-ის გადავიდა.უკვე 23-საა.5 წლიანზე მეტი კონტრაქტი აქვს?
Master
11 მაისი 2023 11:45
1
გენტს როდემდე ეკუთვნის ხომ არ იცით ვინმემ?
ამ ბიჭს სტაბილურობა სჭირდება, იქით აქეთ სიარული ჩაკვეს სტილი არ არის!
Irakli
11 მაისი 2023 11:41
1
მე მაინც მგონია ჩაკვესთვის ბათუმის დინამოში წამოსვლა ჯობია ზამთრის სატრანსფერო სეზონამდე
ბათუმელი ექსპერტი
11 მაისი 2023 11:38
7
ეს მეორე ოქრიაშვილი ხომ არ არის ? არადა მაგარი ნიჭიერია მაგრამ როგორც ჩანს ზარმაცი, შეხედოს კვარაცხელიას ამ ხალხმა თავდადებამ და შრომამ რა შედეგი მისცა.
11
11 მაისი 2023 11:25
4
დინამოში მაინც არ დარჩება, ამიტომ ჯობია სადმე საშუალო დონის ებროპულ კლუბზე იმუშაონ აგენტებმა. ზაფხულის შეკრება ყველაზე მნიშნელოვანია, რომ მალე ადაპტირდეს გუნდთან. მჯერა, რომ ჩაკვეს კვარაზე არანაკლები ფეხბურთის თამაში შეუძლია(თუ მეტი არა). წარმატებები ჩაკი, აბა შენ იცი მთელი საქართველო გგულშემატკივრობთ!!!
kicha
11 მაისი 2023 11:00
4
ჩაკვეს უკეთესი ფეხბურთის თამაში შეუძლია ნამდვილად, ოღონდ კვარასნაირი პროფესიონალი რომ იყოს. აშკარაა პროფესიონალიზმში კვარა 100 თავით მაღლა დგას ეგ კიდე გადამწყვეტია
სიმართლე
11 მაისი 2023 11:37
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული