ტალანტთა პროგრამა ქალთა ლიგის მოთამაშეებისთვის

AutoSharing Option
ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა საქართველოში ტალანტთა პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამაში როგორც ასაკობრივი ნაკრებების, აგრეთვე ეროვნული ნაკრების წევრები და ეროვნული გუნდის კანდიდატები მონაწილეობენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფეხბურთელ გოგონებს სპეციალური სავარჯიშო ტესტები ჩაუტარდებათ და შედეგების მიხედვით მოთამაშეები კონკრეტული მიმართულების გაუმჯობესებაზე იზრუნებენ.

პროექტის მიზანი სპორტსმენთა ფიზიკური და მენტალური გაძლიერებაა. პროგრამაში ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად გოგონათა ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და მათი შტაბის წევრები არიან ჩართული. ტალანტთა პროგრამის პირველი ეტაპი რუსთავში მდებარე ეროვნული გუნდების ტექნიკურ ცენტრში შედგა, სადაც "ნორჩი დინამოს",
"ელიტის", "კვარტალის", "დინამო სოხუმის", "გორი იუნაიტედის" და "ვერეს" ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

უახლოეს დღეებში, პროგრამის ფარგლებში, კიდევ რამდენიმე ვარჯიშია დაგეგმილი, რომლებშიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელები ჩაერთვებიან.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული