შოთა არველაძე კვლავ თურქეთში - ქართველი სავარაუდო მწვრთნელთა სიაში პირველია

AutoSharing Option
გამოცემა "ფანატიკის" ინფორმაციით, თურქეთის სუპერლიგის ბინადარი "ქარაგუმრუკი" შოთა არველაძესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და მთავარ მწვრთნელად დანიშვნის პირველი კანდიდატია.

მხარეებს შორის საწყისი შეხვედრა უკვე შედგა, რომელმაც საკმაოდ პოზიტიურად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის ვიცე-პრეზიდენტი აჩი არველაძეა, იჯარით კი გასულ სეზონში საქართველოს ნაკრების წევრი საბა ლობჟანიძე თამაშობდა.

შოთა არველაძე 2022 წლის მერე, მას შემდეგ, რაც "ჰალიდან" წამოვიდა, უმუშევარია. რაც შეეხება "ქარაგუმრუკს", კლუბმა გასული სეზონის ბოლოს არადაკმაყოფილებელი შედეგების გამო ანდრეა პირლო დაითხოვა და ახალი დამრიგებლის ძიებაშია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატრბები ჯიმა
kaka
13:21 09-06-2023
3
გინდ ისე თქვი გინდ ასე,სუსტი მწვრთნელია ძალიან.
Lobotka
21:14 09-06-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული