"ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა" - შოთა არველაძე

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ბელგიასთან (2:2) მატჩს საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა, მისი თქმით, ქართველ გულშემატკივრებს ამ რეალობაში ყოფნა უნდა ახარებდეთ.

"საოცარი დღეები გვაქვს თბილისში და ძალიან მაგარ ტურნირს ვმასპინძლობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაკრების თამაშს ზურგს გულშემატკივრის დიდი ემოცია უმაგრებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციის გაზიარებას, დათქმების გარეშე ქომაგობას და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ. უნდა გვიხაროდეს ამ რეალობაში ყოფნა და კარგად გავაცნობიეროთ, რომ ეს სხვაგან კი არა, ჩვენთან, საკუთარ ქალაქში და ქვეყანაში ხდება.

ამ რანგის ტურნირს პირველად
ვმასპინძლობთ და უკვე მეორე თამაშში, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში, დასწრების მხრივ საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. ტრიბუნაზე უამრავი მოზარდი და ბავშვი დადის, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა. წარმატებები რამაზ სვანაძის გუნდს", - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 4 ქულით ლიდერია და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის. 27 ივნისს საქართველო ნიდერლანდებს, ხოლო ბელგია პორტუგალიას დაუპირისპირდება.

alt"საქართველო ტალანტების სამჭედლოა, "ლივერპულმა" ეს უნდა გაითვალისწინოს - ბრიტანული გამოცემა ინგლისურ კლუბს აფრთხილებს

altბელგიელთა მწვრთნელი: გილოცავთ, ჩვენ საქართველოსთან გამარჯვება ნაადრევად ვირწმუნეთ და ..

altანზორ მექვაბიშვილი: მატჩის შემდეგ ცრემლებიც კი მომადგა

მკითხველის კომენტარები / 9 /
შოთი საოცარი ადამიანი ხარ❤️ყველა ქართველ სპორტსმენს ჯობიხარ შენი ქვეყნის სიყვარულში!!!!!!!!
ნინი
17:21 25-06-2023
14
ქართველების ყველაზე დიდი ქომაგი ხარ!!არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროს ეხება ყველა ქართველის წარმატება გიხარია!!!გვიმრავლოს შენნაირი ხალხი საქართველოში!!!!!!
ლადო
20:37 25-06-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული