რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

AutoSharing Option
ქართველ გულშემატკივრებს ერთი რამ ახასიათებთ, თუკი ჩვენს ფეხბურთში წარმატებული პერიოდია, საოცარი თანადგომა იგრძნობა, სტადიონებზე ხალხმრავლობაა, კრიზისის დროს კი "ქრებიან". ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის, ახლახან კი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გამო პოზიტიური დინამიკა და განწყობაა, თუმცა ეს როდემდე გაგრძელდება?!

მთავარ შიშებს ისევ ევროტურნირები იწვევს, სადაც ქართული კლუბები მალე ჩაერთვებიან. წარსულის მწარე გამოცდილება და ერთგვარი კომპლექსები სულ იმაზე გვაფიქრებს, თავს ხომ არ შევირცხვენთ, ყველაფერს ისევ დაწყებისთანავე ხომ არ დავემშვიდობებით?! შემდეგ ვუყურებთ სხვა ჩვენი მსგავსი ქვეყნების მაგალითებს და შედარება გულს გვტკენს.

იმავეს ვიტყვით, რაც
გასულ სეზონში დავწერეთ. შესაძლოა, ძლიერი ლეგიონერებისა და ფინანსების ხარჯზე ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლებმა საკლუბო წარმატებას მიაღწიონ, თუმცა სანაკრებო დონეზე ეს მათთვის ბევრს არაფერს ცვლის და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები მათზე წარმატებული იქნებიან. ფაქტია, ჩვენი ფეხბურთის მომავალი კარიერას ქართულ კლუბებში უნდა იწყებდეს, რაც 21-წლამდელთა ნაკრების შემთხვევაში კარგად ვნახეთ და მათი პროგრესი ამის შემდეგ უნდა მოხდეს.

რასაც ვხედავთ, წინა წლებისგან განსხვავებით, ევროტურნირების წინ გუნდების ფაქტობრივად დაშლა და ხელახლა აწყობა არ მომხდარა. ქართულმა კლუბებმა, რომლებმაც ევროტურნირებზე უნდა ითამაშონ, ძალები ერთმანეთში, სუპერთასისთვის ჩატარებულ შეხვედრებში გამოსცადეს. საუკეთესო თბილისის "დინამო" გახდა, მწვრთნელებმა კი კიდევ ერთხელ დაინახეს, რისი შეცვლაა საჭირო გუნდებში და რა მიდის უკეთ...

Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგა

ევროპის უმთავრეს საკლუბო ფორუმზე ჯგუფურ ეტაპზე ოცნება უფრო რეალური მას შემდეგ გახდა, რაც უეფა ე.წ. საჩემპიონო ზონაზე გადავიდა, თუმცა ჩვენთვის ეს ამბავი მაინც მიუწვდომელს ჰგავს. დასახული უფრო ლოკალური მიზანი გვაქვს, პირველი ეტაპი დავძლიოთ, რაც შემდეგ გზას ამარტივებს, რანგით მესამე, კონფერენს ლიგის ჯგუფში მაინც ვითამაშოთ. გვახსოვს წინა წლის დრამა, როცა ბათუმის "დინამო" ვლადიმირ ვაისის "სლოვანთან" ძალიან დრამატულად დამარცხდა, უფრო ადრე კი ამ მისიას თბილისის "დინამო" ვერ ასრულებდა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ახლა "ასტანას" ბარიერი აქვთ გადასალახი. იყო დრო, ყაზახურ გუნდებთან მარცხს იმას ვაბრალებდით, რომ მათთან ამ დროს გახურებული სეზონი იყო. ახლა ჩვენც ამ რეჟიმში ვთამაშობთ. თბილისის "დინამოში" რამდენიმე მოთამაშე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდანაა. მათ ახლა დიდი გამოცდილება მიიღეს და ისიც ნახეს, ნიდერლანდელ თუ პორტუგალიელ თანატოლებთან ტოლ-სწორად თამაში რომ შეძლეს. შეუძლებელია, ყოველივე ეს არ გამოადგეთ. მათ იციან, რომ სატრანსფერო დაინტერესებაც გაზრდილია, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ჩემპიონსა და მის ევროპულ შანსებზე უნდა იფიქრონ.

თბილისის "დინამო" გიორგი ლორიათი გაძლიერდა და სუპერთასის მოპოვებაში გამოცდილმა მეკარემ დიდი როლი შეასრულა. ის გუნდს ახლაც ძალიან გამოადგება.

თუკი თბილისის "დინამო" პირველ ბარიერს (12 და 19 ივლისს) გადალახავს, ძალიან ძლიერი მეტოქე ელის - ზაგრების "დინამო".

Sportall.Ge

კონფერენს ლიგა

უეფა მაქსიმალურად უწყობს ხელს პატარა ქვეყნებსა და ლიგებს, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში მაინც შეძლონ. ორი წლის წინ ამ გზაზე ბათუმის "დინამო" საკმაოდ შორს იყო და შემდეგ თურქული ბარიერი ვერ გადალახა. გია გეგუჩაძის გუნდი მიზნის მიღწევას წელსაც ეცდება. ბათუმელები ალბანურ "ტირანასთან" იწყებენ (13 და 20 ივლისს), შემდეგ კი ურთულესი ბარიერი ელით - თურქული "ბეშიქთაში". გიორგი წიტაიშვილით გაძლიერება მართლაც სერიოზული ტრანსფერია.

Sportall.Ge

მთელი საქართველო ნიკა გაგნიძითაა აღფრთოვანებული, რომელიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ტრავმირებულიც ენერგიულად ქომაგობდა. რა თქმა უნდა, ბევრს მანამდე არ ეცოდინებოდა, ეს ბიჭი გორის "დილაში" როგორ თამაშობს და რისთვის დაიმსახურა ნაკრებში მიწვევა. ამიტომაც ვწერთ, რომ დაბალი სათამაშო დონის მიუხედავად, ეროვნულ ლიგას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დავუთმოთ.

კონფერენს ლიგის იმავე სათამაშო დღეებში გორელები სლოვაკურ "დუნაიკა სტრედასთან" ორმატჩიან დუელს ჩაატარებენ, წარმატების შემთხვევაში კი უკრაინული კლუბი ელით - პოლტავის "ვორსკლა".

Sportall.Ge

რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედოს", გარკვეული ჩავარდნის შემდეგ იმერული კლუბი ევროტურნირებზე დაბრუნდა. გუნდში ბევრი საინტერესო მოთამაშეა. მაგალითად, გიორგი არაბიძისგან ჯერ კიდევ ველით, რომ საკუთარი სიტყვის თქმა შეუძლია. 25 წლის შემტევს რესურსი ნამდვილად აქვს. ქუთაისელებს ურთიერთობის გარკვევა ბოსნიურ "სარაევოსთან" უწევთ და თუკი მათ ბარიერს წარმატებით გაივლიან, ყაზახური "აქტობე" ელით.

ქართულ კლუბებს წარმატება უნდა ვუსურვოთ!..

altწიტაიშვილი კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს

altოფიციალურად - გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

altქუთაისის "ტორპედომ" სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 26 /
archil beridzem fifiasavit biznesad aqcia klubi xopis bazrobas daamsgavsa
avto
06 ივლისი 2023 15:18
2
ჩვენი კლუბები მოუმატებენ კიდევ შარშან პიუნოკი კომფერენც ლიგაზე იყო ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გავა. რუსული გუნდები რომ იყვნენ უფრო საინტერესო იქნება ყველა ტურნირი უეფაზე, მაგრამ რათ გინდა ლიბერალისტები ბლოკავენ ჯერ ჯერობით @@@@
zura222
06 ივლისი 2023 15:12
24
რას შემოგვტავაზებენ , ბატონო და.... ე, იმას! როგორც ყოველ წელს. სანამ სადმე არ გავლენ, ნუ დაწერთ მაგათზე საერთოდ. რა საქართველოს ჩემპიონატი? ვის რა კოკაკოლად უნდა? რა მნისვნელობა აქვს ვინ მოიგებს?
რეზო
06 ივლისი 2023 15:07
6
მშვიდად ვარ მეგობარო, იმედი რომ არ მაქვს ზუსტად ეგ დავწერე, რატომ გგონია რომ არ "ვისვენებ", და არც უარაპატრიოტიზმის გამოვლინება იყოს სადმე. დავსვი კითხვები რაომელზე პასუხიც ზეპირად გცოდნია.... კითხვა იყო ზოგადი და არა პირადად შენდამი.
mix
06 ივლისი 2023 14:38
1
მარტივი შეკითხვა დავსვი ვის შეხვდება მეთქი, თუ იცი მიპასუხე თუ არადა გაატარე. ეგ მოსაზრება შეგეძლო ისე, კომენტარად დაგეწერა. შესაბამისად მივიღე გამოხმაურებად, ჩემს კომენტარზე დაწერილი. და ვის შეხვდება კონფერენს ლიგაზე იცი?
რაბუ
06 ივლისი 2023 15:24
2
სიურპრიზებს რომ ვერ შემოგვთავაზებენ ფაქტია, ჰა ჰა ბრძოლით გამოეთიშოს რომელიმე მაინც... ეს რეალობაა
???
06 ივლისი 2023 14:38
0
გააჩნია რას ეძახით პოზიციურ დინამიკას, თუ კვარას ჩემპიონობას და მიქაუტაძის ბომბარდირობას საფრანგეთის მე-2 დივიზიონში კი ბატონო,მაგრამ ჩვენთვის შედეგი ხომ იგივეა-ეროვნული დიდი ალბათობით ისევ ბოლოდან მეორე ადგილზე გავა,ახალგაზრდულმა კი რა ნაჩუქარი შანსი დაკარგა ახლახან კი ვნახეთ-ოლიმპიადა და ნახევარფილალი კი არა ჯქუფურ ეტაპზე გასვლაც სანატრელი გვექნება მომავალ წლებში. საკლუბო ევრო ტურნირებზე არც მე მაქვს დიდი მოლოდინი, რაც ამ სტატიაში იკითხება კიდეც. ერთა ლიგა ამ 5 წლის წინაც მოვიგეთ მაგრამ....რა თქმა უნდა .ფეხბურთისადმი ინტერესი გაზრდილია კვარას და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში მიმდინარეობის ფონზე, რაც აუცილებლად განელდება თუ შესაბამისი მიღწევები არ იქნება,თორემ წიტაიშვილი თუ მიქაუტაძე სად იქნება და როგორ კონტრაქტს გაუჩალიჩებენ სკაუტები ცოტას აინტერესებს,აგერ კვერნაძე არც გუნდში და არც ნაკრებში ყოფილა გამორჩეული, მაგრამ ვერ მოაწყო ჯუღელმა სერია-ა-ში?...აი კვარას რომ დასვენება გადაედო და როგორმე ოლიმპიადაზე გავძრალიყავით........
SOSO
06 ივლისი 2023 12:55
5
სამწუხაროდ არცერთი გუნდი არ გამოიყურება ძლიერად (განსაკუთრებით ისევ დაცვის ნაწილში) და დიდი ალბათობით კვლავ პირველ-მეორე ეტაპზე გამოვვარდებით. ეს ახალი მიმდვრები რაც ევროU21-მა დაგვიტოვა იმის იმედს მაძლევს, რომ შემდეგი წლისთვის იქნებ ჩემპიონატის დონე აიწიოს და მოხერხდეს ევრო ტურნირებზე გასვლაც.
Jer
06 ივლისი 2023 12:10
2
ხომ გახსოვართ ოთხი წელია ერთსა და იმავეს ვწერ სამწუხაროდ!! მომავა წელსაც იგივე
beqa
06 ივლისი 2023 12:04
2
ჯერ არაა გარკვეული ვის შეხვდება
რაბუ_ს
06 ივლისი 2023 11:47
0
ყველა კლუბი სამარცხვინოდ გამოვარდება
semi
06 ივლისი 2023 11:37
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული