ქუთაისის "ტორპედომ" სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბს ახალი სპეციალისტი, ხოლო კლუბს სამი ფეხბურთელი შეემატა:

"სიახლეა "ტორპედოს" სამწვრთნელო შტაბში. კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციას პორტუგალიელი ნილტონ ტეროსო დაიკავებს. პრო ლიცენზიის მქონე გამოცდილი მწვრთნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა კლუბში მუშაობდა.

კარიერის ძირითადი დრო ინგლისურ „კარდიფში“ აქვს გატარებული, სადაც ის ფიზმომზადების მწვრთნელი გახლდათ. მთავარი მწვრთნელის რანგში კი პორტუგალიური "ოლანენსე" ებარა.

30 ივნისს სამტრედიაში გასამართ სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში „ტორპედოს“ განაცხადში შესაძლოა 3 ახალი ფეხბურთელი ვიხილოთ. სავარაუდოდ, „დინამო ბათუმის“ წინააღმდეგ სერბ
ფილიპ კლიაიჩს, ავღანელ რაჰმატ აკბარსა და კამერუნელ ეკონგოლო ნკუმბას ვიხილავთ.

სამივე ფეხბურთელი გუნდთან ერთად იმყოფება და თითოეულ მათგანთან გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება.
ამით სატრანსფერო პოლიტიკა არ სრულდება, კლუბი კიდევ გაძლიერდება რამდენიმე ფეხბურთელით, რომლებიც კლუბს სუპერთასის შემდეგ შეუერთდებიან", - წერია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ავღანელი კი არ არის სასაცილო ჩვენ ვართ სასაცილო რას სად ვეძებთ
გოჩა
09:21 29-06-2023
3
Მორჩა,დასრულდა დინამოების ჰეგემონია!!! Გაიყავით ეხლა დინამოებმა მეორე და მესამე ადგილები,პირველობა ჩვენია,მარტო ავღანელი მოგვაგებინებს ლიგას.ერთ ფეხბურთელსაც ვიმატებთ ნაურუდან და დავანგრევთ ყველას!
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული