"საქართველოს ჩემპიონატი დონით ჩვენსაზე დაბალია, ვფიქრობ..." - ყაზახეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი "ასტანასა" და "დინამოს" დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
Sport.kz-მ ყაზახეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ევგენი ავერჩენკოსთან ინტერვიუ ჩაწერა და მას მათი ქვეყნის გუნდების ევროტურნირების შანსების შესახებ ესაუბრა.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო თბილისის "დინამოსა" და "ასტანას" დაპირისპირების შეფასებაა, რაზეც ავერჩენკომ თქვა:

"ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატის დონე ყაზახეთისაზე დაბალია. ქართველი კვალიფიციური ფეხბურთელების უმეტესობა სხვა ქვეყნებში წასვლას ცდილობს, მათ შორის, ჩვენთანაც.

ამის მიზეზად ძირითადად ფინანსური პირობებია. დაპირისპირებაში ფავორიტად "ასტანა" მიმაჩნია და ვფიქრობ, ჩვენ უფრო შორს გავალთ", - თქვა ავერჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" პირველ მატჩს ყაზახეთში გასვლაზე 12 ივლისს გამართავს, განმეორებითი
შეხვედრა კი საქართველოს დედაქალაქში 19 ივლისს შედგება.
მკითხველის კომენტარები / 23 /
კორონიკონ, ასე გაუთავებლად ფედერაციის ყველაფერში დადანაშაულება წარმოუდგენელია. სიჭინავა, პატარა ახალკაცი გირჩევნიათ? მოედანი არ დატოვეს საქართველოში გაუყიდავი, აჭარა საერთოდ უსტადიონოდ დატოვეს. გამაგებინეთ, ბრმები ხართ თუ თქვენამდეც მოდის მიხუილის და კეზერას ფულები? ხაზგასმით: არავის პირადად არ ვიცნობ ფედერაციაში, მხოლოდ რევაზ შენგელია მყავს რამოდენიმეჯერ გასინჯული. მომავალში გთხოვთ, დაასაბუთეთ ასეთს რას აშავებს ეს ფედერაცია, რაც 100 ჯერ უარესი არ გაუკეთებია წინამორბედებს.
alexandre
00:22 11-07-2023
0
სამწუხარო რეალობაა.მართალს ამბობს,მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ოპტიმისტურად ვარ.იმედია გადავლახავთ ყაზახურ ბარიერს
ჯელა
23:03 06-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული