"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ Calcionapoli24-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "კვარას" ტრანსფერზე "დინამოს" და "ნაპოლის" შორის მოლაპარაკებები დიდხანს არ გაგრძელებულა და მხარეები მალევე შეთანხმდნენ.

"მოლაპარაკებები დიდხანს არ გაგრძელებულა, ტრანსფერზე შეთანხმება მალევე შედგა. ტრანსფერში არაერთი პირი მონაწილეობდა, მათ შორის, ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში კრისტიან ძაკარდომ უდიდესი წვლილი შეიტანა.

აურელიო დე ლაურენტისთან პირადად არ მისაუბრია. მას მოვიკითხავ და წარმატებას ვუსურვებ. მინდა ვუთხრა, რომ ხვიჩას სახით დიდებული ფეხბურთელი ჰყავს.

რა არის ხვიჩას წარმატების
საიდუმლო? შრომა და რა თქმა უნდა, ნიჭიც.

ბათუმის "დინამოს" ქომაგები ოცნებობენ, რომ ბათუმში "ნაპოლისთან" ამხანაგური მატჩი ჩატარდეს. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ბერიძემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"რატომ ვერ ითამაშა მირანჩუკმა კვარაცხელიას დონეზე?" - სიომინმა უპასუხა

alt"შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხვიჩა და გიორგი რომ გვყოლოდნენ, მეოთხედფინალს მოვიგებდით, ან..." - დავით მუჯირმა კვარაცხელიასა და მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 13 /
რას არის რომ ამბობს ეს კაციი?? ამხანაგურში იკადრებს თამაშს,ისიც ბათუმშიი..ამხელა მეგავასკვლავი,ხომ დაიღლება ან ტრამვა რომ მიიღოს... დეიღუპა ნაპოლი-ოსიმენას ვინღა დოუხატავს პასებს......
შულაია
09:43 11-07-2023
13
gunds mixede shen uqnara axala ro gagafarchakebs albanelebi imaze ifiqre xvicham icis misi saqme
berides
00:07 11-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული